ავტორი:

"შენი ოცნების გოგო მოავლინე სამყაროს და შენ ზეცაში გაფრინდი... ასე არ უნდა ხდებოდეს" - ვინ არის საკეისრო კვეთის დროს გარდაცვლილი 19 წლის ორსული?

"შენი ოცნების გოგო მოავლინე სამყაროს და შენ ზეცაში გაფრინდი... ასე არ უნდა ხდებოდეს" - ვინ არის საკეისრო კვეთის დროს გარდაცვლილი 19 წლის ორსული?

ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრში საკეისრო კვეთის დროს გარდავლილი 19 წლის ორსული სესილი ბუბუტეიშვილია. მას ოპერაციის დროს გული გაუჩერდა. ექიმებმა ჩვილის გადარჩენა შეძლეს, ახალშობილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რა გახდა ფატალური შედეგის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.

კლინიკაში ამ ეტაპზე მომხდარზე არ საუბრობენ და გამოძიების შედეგებს ელოდებიან.

არსებული ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში რამდენიმე დღის წინ ზუგდიდიდან შეიყვანეს.

სოციალურ ქსელში მეგობრები და ნათესავები სესილის ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან.

"რანაიარად შეიძლება შენზე წარსულში ლაპარაკი სესიკო ….შენ ხომ ჩვენს ქუჩაზე ყველაზე პატარა ხარ სულ რაღაც 19 წლის. გუშინდელ დღესავით მახსოვს შენი დაბადება… ჩვენი ყველაზე პატარა და ყველაზე კეთილი…. მზე გულიანი და არამიწიერად კაცთმოყვარე. პატარა სესო, სესიკუნა, ფუმფულიკო ასე გეძახდით. მერე უცებ გაიზარდე, დამშვენდი, ისე მალე დაქალდი რომ დაუჯერებელი იყო…თუმცა ჩვენ მაინც ლოყებზე გჩმეტდით ჩვეულებისამებრ, შენი "დიდობა “ამაში ხელს არ გვიშლიდა. ამ ფოტოზე დედობის ბედნიერების მოლოდინით გაბრწყინებული მოხვედი ჩემთან, ჯერ არ დაბადებული ანასტასია გამაცანი, ისე ძალიან ჩამეხუტე რომ არასოდეს განელდება…..შენი კეთილი გულის ქვეშ მეორე გული სცემდა….ერთად მოვუსმინეთ მის გულისცემას, მონიტორზე შევხედეთ როგორი ბუთქუჩაც იყო…..მერე კი სულ მალე შენი ოცნების გოგო მოავლინე სამყაროს და შენ ზეცაში გაფრინდი ისე, რომ მისი ჩახუტებაც ვერ მოასწარი…ასე არ უნდა ხდებოდეს…. ასე არ შეიძლება, მიყვარხარ…”, – წერს ნანა შენგელია.