ავტორი:

"მიტროპოლიტი სტეფანე შეუძლოდ იყო, მას გონება არ დაუკარგავს... " - რა განცხადებას ავრცელებს საპატრიარქო

"მიტროპოლიტი სტეფანე შეუძლოდ იყო, მას გონება არ დაუკარგავს... " - რა განცხადებას ავრცელებს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო მიტროპოლიტ სტეფანეს ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, დღეს მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) ცაგერში, საკუთარ სენაკში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

"საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ მსგავსი ფაქტი სინამდვილეს არ შეესაბამება. მიტროპოლიტი სტეფანე შეუძლოდ იყო, მას გონება არ დაუკარგავს. ამასთან, თითქოს მეუფეს თორმეტგოჯა ნაწლავი გაუსკდა, ასევე სინამდვილეს არ შეესაბამება და არც სამედიცინო სფეროს სპეციალისტები ადასტურებენ.

ამ ეტაპისთვის მიტროპოლიტი სტეფანე საავადმყოფოში მკურნალობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ექიმების თქმით, იგი რამდენიმე დღეში დატოვებს საავადმყოფოს და სახლის პირობებში გააგრძელებს მკურნალობას“, - ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.