ავტორი:

მელანია ტრამპი ქუდს, რომელიც მაკრონებთან შეხვედრისას ეფარა, აუქციონზე ყიდის - საწყისი ფასი 250 000 დოლარია

მელანია ტრამპი ქუდს, რომელიც მაკრონებთან შეხვედრისას ეფარა, აუქციონზე ყიდის - საწყისი ფასი 250 000 დოლარია

აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი, მელანია ტრამპი აუქციონზე ყიდის თეთრ ქუდს, რომელიც 2018 წელს მაკრონების თეთრ სახლში ვიზიტისას ეკეთა. ამის შესახებ განცხადება მელანია ტრამპის ოფისმა გაავრცელა.

აუქციონზე გატანილ ნივთებს შორის, ფრანგი არტისტის - მარკ-ანტუან კულონის აკვარელში შესრულებული ნამუშევარიც იქნება. განცხადებაში ნათქვამია რომ მიღებული თანხის გარკვეული ნაწილი Be Best საქველმოქმედო პროგრამაში გადაირიცხება, რომელიც ყოფილი პირველი ლედის ინიციატივით წამოიწყეს.

აუქციონის მთავარი ნივთი, თეთრი ქუდი, რომელსაც ტრამპის ხელმოწერა ახლავს, სპეციალურად პირველი ლედისთვის მისმა პერსონალურმა დიზაინერმა, ერვე პიერმა შეკერა. მელანიამ ქუდი მისი 2.105-დოლარიან პიჯაკთან შესახამებლად შეუკვეთა.

პიჯაკი მაიკლ კორსის კოლექციიდან იყო.

აუქციონზე ნივთების საწყისი ფასი 250 000 დოლარი იქნება და თანხის გადახდა მხოლოდ SOL კრიპტოვალუტით იქნება ნებადართული. აუქციონი 11 იანვარს გაიხსნება და 25 იანვრამდე გაგრძელდება.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა