ავტორი:

"ის, რაც მოხდა, რეალურად, ეს არის პარტიის გაძლიერება - ხომ არ გგონიათ, ვინმე სიხარულით მიილტვის, რომ რაღაც თანამდებობა დაიკავოს?" - კობა ნაყოფია

"ის, რაც მოხდა, რეალურად, ეს არის პარტიის გაძლიერება - ხომ არ გგონიათ, ვინმე სიხარულით მიილტვის, რომ რაღაც თანამდებობა დაიკავოს?" - კობა ნაყოფია

"ის, რაც მოხდა, რეალურად, ეს არის პარტიის გაძლიერება - ხომ არ გგონიათ, ვინმე სიხარულით მიილტვის, რომ რაღაც თანამდებობა დაიკავოს?" - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ახალმა თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პარტიის პოლიტსაბჭოს სჭირდება სწორი მენეჯმენტი და "ნაციონალურ მოძრაობაში“ განხორცილებული სტრუქტურული ცვლილებებიც სწორედ ამას ემსახურება.

როგორც კობა ნაყოფიამ აღნიშნა, მომავალში გამოყენებული იქნება პროტესტის სხვადასხვა ფორმა.

"ის, რაც მოხდა, რეალურად ეს არის პარტიის გაძლიერება. ნიკა მელია გახლავთ პარტიის თავმჯდომარე, ამავე დროს ის დროებით ითავსებდა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ფუნქციას. ამ დროს პოლიტსაბჭოში ძალიან ბევრი სამუშაოა, ბევრი გასაკეთებელი საქმეა, რასაც სჭირდება სწორი მენეჯმენტი. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ "კობა იქნება შენ გადაინაცვლო აქ და ამ ფრონტზე იყო. მოვიწვიოთ პეტრე ცისკარიშვილი, რომელსაც ძალიან კარგი ორგანიზატორული თვისებები გააჩნია.“ ხომ არ გგონიათ, ვინმე სიხარულით მიილტვის იმისკენ, რომ რაღაც თანამდებობა დაიკავოს?! - ჩვენთან, პარტიაში ეგრე არ არის, პირიქით. ეს უზრუნველყოფს პარტიის უფრო კარგ ფუნქციონირებას, მხოლოდ ამ მიზანს ემსახურება.

თუ საზოგადოებრივი მოთხოვნა არის, რომ ვერ კმაყოფილდება ხალხის და ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მოთხოვნები, პროტესტი არის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა და რა თქმა უნდა, პროტესტის სხვადასხვა ფორმა იქნება გამოყენებული“, - განაცხადა კობა ნაყოფიამ.