ავტორი:

"ბიძაჩემმა მითხრა, რომ ორი კვირის განმავლობაში მასთან არავინ ყოფილა შესული და ადეკვატური დიაგნოსტიკა არ მომხდარა" - ელენე სააკაშვილი

"ბიძაჩემმა მითხრა, რომ ორი კვირის განმავლობაში მასთან არავინ ყოფილა შესული და ადეკვატური დიაგნოსტიკა არ მომხდარა" - ელენე სააკაშვილი

"ძალიან მხნედ არის - როგორც მითხრა, დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში მასთან არავინ ყოფილა შესული და ადეკვატური დიაგნოსტიკა არ მომხდარა"- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმისშვილმა, ელენე სააკაშვილმა რუსთავის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს მიხეილ სააკაშვილი ნორმალურ მდგომარეობაშია.

"პირველ რიგში, ძალიან მიხარია, რომ ბიძაჩემის ნახვა მოვახერხე, დაკავების შემდეგ პირველად შევედი. ვაშინგტონიდან ცოტა ხნის წინ ჩამოვედი. მას ამერიკაში ბევრი მეგობარი ჰყავს და მინდოდა, ბევრი მოკითხვის პირადად გადაცემა. ძალიან საინტერესო და თბილი შეხვედრა გვქონდა, ვისაუბრეთ სხვადასხვა თემაზე - გეოპოლიტიკურ თუ შიდაპოლიტიკურ საკითხებზე. ძალიან მხნედ არის. ოჯახს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყველაზე მეტად გვადარდებს. იმედი მაქვს, ექიმი შესვლას და გასინჯვას მოახერხებს. როგორც მითხრა, დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში მასთან არავინ ყოფილა შესული და ადეკვატური დიაგნოსტიკა არ მომხდარა. მედიაზე გვქონდა საუბარი, ძალიან დიდი მადლობელია თქვენი (ჟურნალისტების) და ფიქრობს, რომ თქვენ რომ არა, ეს ქვეყანა კიდევ უფრო დიდ სიბნელეში იქნებოდა. მომეჩვენა, რომ დღეს ნორმალურ მდგომარეობაში იყო და მისი ასე ნახვა ძალიან გამეხარდა“,- განაცხადა ელენე სააკაშვილმა.