ავტორი:

"2021 წლის მოსავალი... " - ალექსანდრე ჯეჯელავა სოციალურ ქსელში ტყუპი ქალ-ვაჟის ფოტოებს აქვეყნებს

"2021 წლის მოსავალი... " - ალექსანდრე ჯეჯელავა სოციალურ ქსელში ტყუპი ქალ-ვაჟის ფოტოებს აქვეყნებს

განათლების ყოფილი მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა, სოციალურ ქსელში ტყუპი შვილების ფოტოს აქვეყნებს და წერს : "2021 წლის მოსავალი".

ექსმინისტრი, 48 წლის ასაკში ტყუპი ქალ-ვაჟის მამა გახდა. ანასტასია და ნიკოლოზი 2021 წლის 29 აგვისტოს დაიბადნენ.

"ა, ბატონო, 2021 წლის ჩვენი მთავარი ამბავი! მე და მაიკოს ტყუპები შეგვეძინა - ანასტასია და ნიკოლოზი! მადლობა ღმერთს, ყველაფერი მშვიდობით დაგვირგვინდა! გოჭების სურათებიც მალე იქნება“ - წერდა გახარებული ჯეჯელავა.

განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა მეორედ 2018 წელს მაია მუშკუდიანზე იქორწინა. სამინისტოდან წასვლის შემდეგ ჯეჯელავა მეუღლესთან ერთად პირადი და პროფესიული განვითარებისთვის, განათლების პოპულარიზაციისთვის ტრენინგებისა და ლექციების ორგანიზებით არის დაკავებული.