ავტორი:

საჰარას უდაბნოში თოვლი მოვიდა - შთამბეჭდავი ფოტოები და ქვიშისა და ფიფქების ულამაზესი კომბინაცია

საჰარას უდაბნოში თოვლი მოვიდა - შთამბეჭდავი ფოტოები და ქვიშისა და ფიფქების ულამაზესი კომბინაცია

ალჟირის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, საჰარას უდაბნოში, თოვლი მოვიდა და ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცა. მედიაში უდაბნოდან შთამბეჭდავი ფოტოები ვრცელდება, სადაც ქვიშასთან შერეული თოვლია აღბეჭდილი.

ტემპერატურა -2 გრადუსია. ამ ადგილას თოვლი ადრე უჩვეულო მოვლენა იყო, თუმცა ბოლო წლებია ის აღარ აკვირვებთ. საჰარაში თოვლი 2016, 2017, 2018 და 2021 წლებშიც მოვიდა.

2016 წელს თოვლის მოსვლა ნამდვილად იყო შოკისმომგვრელი, რადგანაც 1979 წლის შემდეგ, ეს იყო პირველი შემთხვევა.