ავტორი:

ქუთაისში, პროკურატურასთან შუა ხნის ქალმა ბასრი საგნით თვითდაზიანება მიიყენა

ქუთაისში, პროკურატურასთან შუა ხნის ქალმა ბასრი საგნით თვითდაზიანება მიიყენა

ქუთაისში, პროკურატურასთან მოქალაქემ წუხელ ბასრი საგნით თვითდაზიანება მიიყენა. მზია მამრიკიშვილს დაზიანებები ხელებზე აქვს. მას პირველადი დახმარება კლინიკაში აღმოუჩინეს. როგორც დაშავებული აცხადებს, ის პროკურატურაში საკუთარ ქონებასთან დაკავშირებული დავის გასარკვევად და პროტესტის ნიშნად შიმშილობის დასაწყებად მივიდა, თუმცა მას ადგილზე შიმშილობის უფლება არ მისცეს, რის გამოც დაზიანებები მიიყენა.

მზია მამრიკიშვილის თქმით, ის წლების წინ ოქროს ბირჟაზე მუშაობდა, ერთი კილოგრამი ოქრო დაკარგა და ამ ქონების მიმთვისებელი ახლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დაახლოებული პირია, რის გამოც ქონების დაბრუნებას ვერ ახერხებს.