ავტორი:

იტალიის ქალაქ ნეაპოლში გაუჩინარებული სალომე ტეტუნაშვილი იპოვეს

იტალიის ქალაქ ნეაპოლში გაუჩინარებული სალომე ტეტუნაშვილი იპოვეს

იტალიის ქალაქ ნეაპოლში გაუჩინარებული საქართველოს მოქალაქე, სალომე ტეტუნაშვილი ნაპოვნია. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. სად იპოვეს სალომე ტეტუნაშვილი ან როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

"რომში საქართველოს საკონსულო ნეაპოლის საგამოძიებო უწყებებთან ხაზზე არის და ისინი უდასტურებენ, რომ დაკარგული გოგო ნაპოვნია“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში.

შეგახსენებთ, იტალიის ქალაქ ნეაპოლში საქართველოს მოქალაქე, სალომე ტეტუნაშვილი რემდენიმე დღის წინ გაუჩინარდა, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობდა სამძებრო სამუაშოები. საკონსულოს მოთხოვნით, სამძებრო სამუშაოებში აქტიურად იყო ჩართული იტალიის ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებები.

სალომე ტეტუნაშვილის მეგობარმა, მაკა ხაჩოშვილმა კი palitravideo.ge-ს შემდეგი განუცხადა.

"სალომე კლინიკაში იმყოფებოდა. მას ტელეფონზე ველაპარაკე, დამიდასტურა, რომ ნამდვილად ის იყო. ნახევარი საათის შემდეგ კი დამიკავშირდა პოლიციის თანამშრომელი და მითხრა, რომ ის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება და რომ ამ წუთებში ქუჩაშია. ლოკაცია გადმომიგზავნეს და მასთან ოჯახის წევრები მიდიან შესახვედრად".