ავტორი:

"თუ დაშიფრულ ჩათში მიმოწერას "სქრინშოთს“ გადაუღებთ, ამის შესახებ თანამოსაუბრეს შეტყობინება მიუვა" - რა სიახლეა Messenger-ში

"თუ დაშიფრულ ჩათში მიმოწერას "სქრინშოთს“ გადაუღებთ, ამის შესახებ თანამოსაუბრეს შეტყობინება მიუვა" - რა სიახლეა Messenger-ში

Facebook-ის დამფუძნებელმა, კომპანია Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა “ფეისბუქის“ Messenger-ის ახალი ფუნქციები წარადგინა.

ცნობილი ხდება, რომ "მესენჯერის“ დაშიფრულ ჩათებს დაემატება ფუნქცია, რაც იმას გულისხმობს, რომ თუ დაშიფრულ ჩათში მიმოწერას "სქრინშოთს“ გადაუღებთ, ამის შესახებ თანამოსაუბრეს შეტყობინება მიუვა.

აღნიშნული სიახლის შესახებ მარკ ცუკერბერგმა ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:

"განახლება მესენჯერის თავიდან ბოლომდე დაშიფრული ჩათებისთვის - ასე რომ თქვენ მიიღებთ შეტყობინებას თუ ვინმე სქრინშოთს გადაუღებს მიმოწერას. ჩვენ ასევე ვამატებთ Gif-ებს, სტიკერებს და რეაქციებს დაშიფრულ ჩათებში“, - წერს მარკ ცუკერბერგი.

მანვე ასევე ცოლთან, პრისცილა ჩანთან მიმოწერა გამოაქვეყნა იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ ჩანს ჩათში, როცა თანამოსაუბრე მიმოწერას "სქრინშოთს" უღებს.