ავტორი:

სატელევიზიო შოუების ყურების სანაცვლოდ, ბრიტანული კომპანია თვეში 4 000 დოლარს გადაგიხდით - რა მოეთხოვება აპლიკანტს

სატელევიზიო შოუების ყურების სანაცვლოდ, ბრიტანული კომპანია თვეში 4 000 დოლარს გადაგიხდით - რა მოეთხოვება აპლიკანტს

ბრიტანული გაცნობის აპლიკაცია POM, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან მუსიკალური გემოვნების მიხედვით აწყვილებს, საინტერესო ვაკანსიას აცხადებს.

ვაკანსია ითვალისწინებს გაცნობის შესახებ ბრიტანული სატელევიზიო შოუების ყურებას, იმისთვის, რომ შემდეგ შექმნან კონტენტი კომპანიის ბლოგისა და სოციალური მედიის არხებისთვის.

დასაქმებულს მოეთხოვება უყუროს ისეთ სატელევიზიო შოუებს, როგორებიცაა - The Cabins, Too Hot to Handle და Love Island. შოუს ნახვის შემდეგ კი უნდა დაწეროს ანალიზი ურთიერთობების შესახებ.

დასაქმებულს დღეში 7 საათის განმავლობაში მოუწევს მუშაობა, ხოლო ანაზღაურება თვეში 4000 დოლარი იქნება.

აპლიკანტი უნდა იყოს 18 წელს გადაცილებული, უნდა ფლობდეს ინგლისურ ენაზე გამართულად წერის უნარს და ასევე ჰქონდეს კომპიუტერთან მუშაობის უნარები.

წყარო: businessinsider.com