ავტორი:

ჯეფ ბეზოსის გიგანტური იახტის გამო, როტერდამში ისტორიული ხიდის დემონტაჟი გადაწყვიტეს

ჯეფ ბეზოსის გიგანტური იახტის გამო, როტერდამში ისტორიული ხიდის დემონტაჟი გადაწყვიტეს

ნიდერლანდების ქალაქ როტერდამის მერია ადასტურებს, რომ მილიარდერ ჯეფ ბეზოსის სუპერიახტის გამო, ქალაქის ისტორიული ხიდის დემონტაჟს აპირებენ.

"ამაზონის" დამფუძნებლის ძვირადღირებულ და გიგანტურ იახტას ჰოლანდიური კომპანია Oceanco აშენებს. იახტა კი იმდენად დიდია, რომ ის ხიდის ქვეშ ვერ გაეტევა და რადგანაც ზღვაში მის გასაშვებად ეს ერთადერთი გზაა, ქალაქის ხელისუფლებამ ხიდის აღება გადაწყვიტა.

გავრცელებული ინფორმაციით, იახტა 127 მეტრის სიგრძისაა და გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე ხიდი.

ჰოლანდიურ მედიაში აღნიშნული ინფორმაცია გასულ სამშაბათს გავრცელდა და საზოგადოების მხრიდან აზრთა სხვადასხვაობა და კრიტიკა გამოიწვია, რადგანაც ფოლადის ხიდს დიდი ისტორია აქვს და ეროვნულ ძეგლადაა მიჩნეული.

2014-2017 წლებში ხიდი არ ფუნქციონირებდა, რადგანაც მისი რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა.

“ესოშიეითიდ პრესის“ ინფორმაციით, როტერდამის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მას შემდეგ, რაც ბეზოს იახტა გაივლის, ხელისუფლება გეგმავს ხიდი ისევ იმავე ფორმით აღადგინოს.