ავტორი:

"გოგონებს რამდენიმე დღის სამყოფი საკვების ფულად ყიდიან" - როგორ "ქრებიან" ქალები ავღანეთში - უკიდურესი გასაჭირი და შიმშილისგან გარდაცვლილი ადამიანები

"გოგონებს რამდენიმე დღის სამყოფი საკვების ფულად ყიდიან" - როგორ "ქრებიან" ქალები ავღანეთში - უკიდურესი გასაჭირი და შიმშილისგან გარდაცვლილი ადამიანები

ტერორისტულმა ორგანიზაცია "თალიბანმა" თავისი მმართველობის განმავლობაში პირველად, ქაბულში, მაღალ თანამდებობაზე ორი ქალი დანიშნა. ერთ-ერთი მათგანი სამშობიარო სახლის დირექტორია, მეორე - გინეკოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი.

თალიბებმა ეს გადაწყვეტილება იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს, რომლებმაც ქვეყანაში ქალების ცხოვრების პირობები შეისწავლეს.

მედიის ცნობით, "თალიბანის" მოსვლის შემდეგ, ქვეყანაში ფეხმძიმე და მშობიარე ქალების, ასევე, ჩვილი ბავშვების გარდაცვალება მასშტაბური გახდა.

ავღანეთის სათავეში ტერორისტული ორგანიზაციის მოსვლის შემდეგ, რადიკალმა ისმალისტებმა ქალთა უფლებების გარშემო მომუშავე 200-ზე მეტი ორგანიზაცია და ასევე, სამინისტრო გააუქმეს. დახურეს სპორტული დარბაზები და გოგონებს სკოლაში სიარული აუკრძალეს, ქუჩაში გამოსვლა კი, ჰიჯაბის გარეშე აკრძალულია. თუმცა, დასავლური მედიის ცნობით, ადგილობრივები ამბობენ, რომ "თალიბანი" იმასთან შედარებით რაც ოცი წლის წინ იყო, შეცვლილია. მაშინ ისინი ქალებსა და გოგონებს განათლების მიღებას უპირობოდ უკრძალავდნენ. წლების განმავლობაში, სკოლაში სიარულს ასობით გოგონა, მასწავლებლები, სკოლისა და განათლების მუშაკი შეეწირა.

"ახლაც იგივეს გაკეთება სურდათ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ უამრავ შემთხვევაში, თალიბებმა აქციაზე გამოსულ ქალებზე პირდაპირ ავტომატის ჯერი მიუშვა, ისინი ბოლომდე მაინც ვერ შეაშინეს. ხანებში შეიარაღებული ტერორისტები ქალების აქციის დასაშლელად ცრემლსადენ გაზსაც იყენებენ", - წერს BBC.com.

საპროტესტო აქციის მონაწილეს, ქაბულელ ტამანა პარიანს, რომელიც ქალებისთვის განათლების უფლებას ითხოვდა, აქციის შემდეგ, სახლში შეიარაღებული ადამიანები შეუვარდნენ. შინ მხოლოდ ის და მისი დები იყვნენ; "კაცებმა იარაღითა და ფეხით შეამტვრიეს კარი... ქალმა ინტერნეტში ვიდეომიმართვა გაავრცელა, ყვიროდა, გთხოვთ, დაგვეხმარეთ, თალიბები დაგვესხნენ თავს... ქალი ჰყვებოდა, რომ პოლიციაშიც დარეკეს, უპასუხეს, რომ მომდევნო დღეს მისულიყვნენ და პრობლემაზე განეცხადებინათ, ახლა უკვე გვიანია, ამ დროს ქალთან ლაპარაკი აკრძალულიაო, უპასუხეს შეშინებულ ქალს... ამის შემდეგ, მისი საუბარი წყდება. როგორც მეზობლები ჰუვეინა, თალიბებმა ის და მისი დები გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს და აქ მათი კვალი ქრება..." - წერს გამოცემა.

პარიანი, ცხადია, ერთადერთი ქალი არ არის, ვინც თალიბებმა ასე უკვალოდ გააქრეს. იმ უკიდურესად მძიმე ეკონიმიკური კრიზისის გამო, რომელიც ახლა ავღანეთშია, სულ უფრო და უფრო მეტი გოგონას ბედი ხდება გაურკვეველი.

"უმძიმეს სიდუხჭირეს კიდევ უფრო ართულებს ზამთარი. ასობით ათასი ადამიანი შიმშილობს. ქალები მოწყალების სათხოვლენლად ქუჩაში დადიან... ოჯახები, პატარა გოგონებს "თალიბანის" შედარებით შეძლებულ წევრებზე, რამდენიმე დღის სამყოფი საკვების ფულად ყიდიან. პროვინციების მცხოვრებლებმა გადასარჩენად ქაბულს მიაშურეს. ასობით ათასი ადამიანი ყოველგვარი შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. ამბობენ, რომ ადამიანები, განსაკუთრებით მცირეხლოვანი ბავშვების პატრონი ოჯახები შიმშილითაც იხოცებიან.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თალიბების მიერ შექმნილი ე.წ. ნარკომანების ციხეში, სადაც ისინი უბრალოდ ერთ შენობაში ჰყავთ შეყრილი, კაბინალიზმის ფაქტი დაფიქსირდა", - წერს გამოცემა.

მისივე ცნობით, მედია და უფლებამდამცველები იქ ფაქტობრივად, ვერ მუშაობენ. მათ, ვინც რისკავს და არსებული კრიზისის შესახებ ინტერნეტში ავრცელებს ინფორმაციას, ცოცხალს ან თავისუფალს დიდხანს არ ტოვებენ. ქვყანაში არსებულ გაუსაძლის ვითარებაზე ჰვებიან ისინი, ვინც "თალიბანის" შემდეგ, ავღანეთის დატოვება სიცოცხლის რისკის ფასად შეძლო.

"რაც შეეხება იმ ორი ქალი თანამდებობაზე დანიშვნას, ეს უბრალოდ საერთაშორისო ორგანიზაციების თვალის ასახვევად არის გაკეთებული, რომ ვითომ, რაღაცის შეცვლას აპირებენ. არ არსეობს აფთიაქი და საავადმყოფო, სადაც ადამიანს უმარტივესი ქირურგიულ ოპერაციას გაუკეთებენ.

ასე რომ, ავღანეთი, კიდევ დიდხანს არ იქნება ქვეყანა", - წერს სოციალურ ქსელში ავღანელი, რომლის თქმითაც, გაუმართლა და ქვეყნის დატოვება შეძლო.