ავტორი:

"საუბარია 4 ქართველზე, რომელიც ზურაბ ადეიშვილს დახვდა და აქ სრულიად აშკარაა, "ქართული ოცნების“ ხელწერა" - ნუგზარ წიკლაური

"საუბარია 4 ქართველზე, რომელიც ზურაბ ადეიშვილს დახვდა და აქ სრულიად აშკარაა, "ქართული ოცნების“ ხელწერა" - ნუგზარ წიკლაური

"საუბარი არის 4 ქართველზე, რომლებიც ზურაბ ადეიშვილს დახვდნენ და აქ სრულიად აშკარა არის, "ქართული ოცნების“ ხელწერა" - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა "პალიტრანიუსის“ გადადემაში "360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ადამიანების ჯგუფის მიერ ფიზიკური ანგარიშსწორება მხოლოდ ერთ შემთხვევაში არ მომხდარა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, იგი იმედოვნებს, რომ უკრაინის ხელისუფლება საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილზე თავდასხმის ფაქტს სათანადოდ გამოიძიებს.

"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თუმცა, არ მაქვს დადასტურებული ცნობები ბოლომდე, საუბარი არის 4 ქართველზე, რომლებიც ზურაბ ადეიშვილს დახვდნენ და აქ სრულიად აშკარა არის, "ქართული ოცნების“ ხელწერა. შორს წასვლა, რომ არ დაგვჭირდეს, მე პირადად მაქვს გამოცდილი, თუ როგორ შეიძლება სახლთან დაგახვედრონ ადამიანები, 6-7 კაცი და ეცადონ, რომ ფიზიკურად გაგისწორდნენ. ჩემი შემთხვევა ერთადერთი არ არის და კიდევ მრავალი შემთხვევა იყო ასეთი, როდესაც ფიზიკურად უსწორდებოდნენ ადამიანებს, მათ შორის კიევში და სხვა ქალაქებში.

მინდა იმედი გამოვთქვა, რომ უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დამნაშავეები დაკავებულები იქნებიან და შემდეგ ჩვენც აშკარად დავინახავთ, "ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან, მათი კავშირის კვალს“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

ცნობისათვის, უკაინუი მედიის ინფორმაციით, კიევში, გენერალური პროკურორის მრჩეველს, საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს უცნობი პირები თავს დაესხნენ. წყაროს ინფორმაციით, ადეიშვილს ქუჩაში უცნობი პირები მიუახლოვდნენ და სცემეს. გამოცემის წყაროს ინფორმაციით, მომხდარი ადეიშვილის საქართველოში მოღვაწეობას უკავშირდება.

მედია წერს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. კიევის პოლიციაში განაცხადეს, რომ მიმდინარეობს გენპროკურორის მრჩეველზე თავდასხმის გარემოებების დადგენა.