ავტორი:

"სააკაშვილი მთავარი მეგავარსკვლავია" - აპირებს თუ არა "ნაცმოძრაობა" ნიკა მელიას თავმჯდომარეობიდან გადაყენებას?

"სააკაშვილი მთავარი მეგავარსკვლავია" - აპირებს თუ არა "ნაცმოძრაობა" ნიკა მელიას თავმჯდომარეობიდან გადაყენებას?

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა, "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ნიკა მელიას პარტიის თავმჯდომარეობის პოსტიდან გადაყენება არ იგეგმება, თუმცა იგეგმება პარტიის მოდერნიზაცია.

"ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის გამოირჩეოდა იმით, რომ პარტიაში ყოველთვის არსებობდა განსხვავებული აზრი. ნიკა მელიამ კარგად გასცა პასუხი მის შეხედულებებს პარტიის შემდგომი განვითარების გეგმაზე. ის გაცხადებული გეგმა, პარტიის სერიოზული მოდერნიზაციის გეგმას შეიცავს, ამ ცვლილების შემდეგ კი, ნიკა მელია აუცილებლად უნდა დარჩეს პარტიაში. მან თავისი პოლიტიკური როლი შეასრულა ამ წლების განმავლობაში და კიდევ ბევრი აქვს შესასრულებელი", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

შეკითხვაზე, თუ რატომ არ მივიდა დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ნიკა მელია, ლევან ბეჟაშვილმა უპასუხა: "როდესაც ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობაა, მთავარი თემა რატომ უნდა იყოს, ნიკა მელია სასამართლო პროცესზე გამოცხადდა, თუ - არა".

სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე კი, ბეჟაშვილმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად უნდა დაბრუნებულიყო საქართველოში, ვინაიდან ის, "პოლიტიკური ასპარეზის მთავარი მეგავარსკვლავია". წყარო