ავტორი:

"დედოფლის დაბადების დღე" - სოფო ნიჟარაძე, ხატია შამუგია და სხვა ცნობილი სტუმრები - როგორ აღნიშნა ლელა წურწუმიამ დაბადების დღე (ფოტოები)

"დედოფლის დაბადების დღე" - სოფო ნიჟარაძე, ხატია შამუგია და სხვა ცნობილი სტუმრები - როგორ აღნიშნა ლელა წურწუმიამ დაბადების დღე (ფოტოები)

მომღერალ ლელა წურწუმიას 12 თებერვალს დაბადების დღე ჰქონდა. 53 წლის მომღერალი შთამბეჭდავ ფორმაშია. მან არაერთი მილოცვა მიიღო სოციალურ ქსელში მეგობრებისგან და გულშემატკივრებისგან.

დღის ბოლოს კი დაბადების დღის წვეულების ამსახველი ფოტოებიც გავრცელდა.

წურწუმიას დაბადების დღეზე საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები სტუმრობდნენ. მათ შორის, ხატია შამუგია, ნოდიკო ტატიშვილი, რატი დურგლიშვილი, ავთანდილ ცქვიტინიძე, დავით დოიაშვილი, სოფო ნიჟარაძე და სხვები.

სოციალურ ქსელში დაბადების დღის წვეულების ამსახველი ფოტოები ხატია შამუგიამ გამოაქვეყნა - "დედოფლის დაბადების დღე", - წერს შამუგია.

გულთბილ მილოცვებს "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული პოსტით უპასუხა ლელა წურწუმიამაც. "ყველას, ძალიან მადლობა, ამდენი თბილი მოლოცვისთვის" - წერს მომღერალი.