ავტორი:

"სანდრა ყოველ შაბათ-კვირას დაფრინავდა თბილისიდან სახლში და უვლიდა დედას" - მიხეილ სააკაშვილი სანდრა რულოვსს უსამძიმრებს

"სანდრა ყოველ შაბათ-კვირას დაფრინავდა თბილისიდან სახლში და უვლიდა დედას" - მიხეილ სააკაშვილი სანდრა რულოვსს უსამძიმრებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყოფილ მეუღლეს, სანდრა რულოვსს დედის გარდაცვალების გამო უსამძიმრებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით სააკაშვილი პოსტს სოციალურ ქსელში ავრცელებს და რულოვსის დედას იხსენებს.

"სანდრას დედა, მაგდა გარდაიცვალა. ის იყო ძალიან კეთილშობილი, მშრომელი, ლამაზი ქალი. მაგდა ვან დერ პული, მიუხედავად თავისი არისტოკრატული წარმოშობისა, იყო უკიდურესად თავმდაბალი და ძალიან უსიტყვო. თუ სადმე იციან გვერდით დგომა, ნათესაობა, ერთმანეთის გატანა, ეს ჰოლანდიაა.ბოლო რამდენიმე წელი მაგდას ალცჰაიმერის დაავადება სჭირდა.

მისმა მეუღლემ, ედუარდმა, ბინა შეიძინა კლინიკის გვერდით, რათა მაგდა ყოველდღე ენახა. სანდრა თითქმის ყოველ შაბათ-კვირას დაფრინავდა თბილისიდან სახლში, ტერნეუზენში და ასევე უვლიდა დედას.

ბოლო ორი კვირა კი, როცა მისი მდგომარეობა დამძიმდა, საწოლს არ მოშორებია როგორც იდეალური შვილი და რა თქმა უნდა, იდეალური დედა. მე სხვა საშუალება არ გამაჩნია, სატელეფონო ზარებიც კი აკრძალული მაქვს და Facebook-ით ვუსამძიმრებ სანდრას, მის მამას, ედუარდს, ძმას, ეგბერტს და ჩემს ნიკუშას და ედუჩას მაგდა ვან დერ პულის გარდაცვალებას.

მაგდა მთელი ცხოვრება, ბავშვობიდან, ადგილობრივი კათოლიკური ეკლესიის გუნდში მღეროდა. ღრმად სწამდა ღმერთის და იმედია ახლა შეუერთდება ანგელოზთა კრებულს და იქ გააგრძელებს სიმღერას" - წერს სააკაშვილი.