ავტორი:

"ძალიან შეძლებული ოჯახიდან ვიყავი, მაგრამ ყველაფერი ნულიდან დავიწყე... რუსეთიდან რომ დავბრუნდი დავოჯახდი" - მადონა კოიძე კარიერასა და ოჯახზე

"ძალიან შეძლებული ოჯახიდან ვიყავი, მაგრამ ყველაფერი ნულიდან დავიწყე... რუსეთიდან რომ დავბრუნდი დავოჯახდი" - მადონა კოიძე კარიერასა და ოჯახზე

ემოციური და სამართლიანი მადონა კოიძე განსაკუთრებულად პოპულარული ტელეგადაცემიდან - "სახალხო კონტროლი" გახდა. ქალბატონ მადონას ფულის მნიშვნელობა-საჭიროებაზე, მატერიალურ დამოუკიდებლობასა და არაკეთილსინდისიერი მუშაობის დამალვის სანაცვლოდ, მისთვის თანხის შემოთავაზების მცდელობის შემთხვევებზე ვესაუბრეთ...

- ფულის მნიშვნელობა და საჭიროება ალბათ, სკოლის ასაკიდან გავაცნობიერე. დედა ასე მზრდიდა: თვიდან თვემდე თანხის გარკვეული ლიმიტი მქონდა გამოყოფილი და შედეგად, ძალიან კარგად ვისწავლე, რომ ფულს გადანაწილება სჭირდება.

- საკუთარი შემოსავლის გაჩენის სურვილი როდის გაგიჩნდათ?

- ბავშვობიდან დამოუკიდებელი ვიყავი. როგორც კი სკოლა დავამთავრე, მაშინვე მუშაობა დავიწყე. იმ პერიოდში სამუშაო სტაჟის გარეშე, უნივერსიტეტში ჩაბარება შეუძლებელი იყო: აუცილებლად გარკვეული სტაჟი უნდა გქონოდა და პროფესია გააზრებულად აგერჩია... ასე რომ, უნივერსიტეტში გააზრებულად ჩავაბარე - ნამდვილად ვიცოდი, რომ ჩემთვის კვების ტექნოლოგია საინტერესო იყო.

- სტაჟირება სად გაიარეთ?

- საკონსერვო ქარხანაში. კულინარიულ "ცეხში" ვმუშაობდი. სკოლის მოსწავლეს წამყვან პოზიციებზე არავინ დამნიშნავდა. ძალიან შეძლებული ოჯახი მყავდა, მაგრამ ფაქტობრივად, ყველაფერი ნულიდან დავიწყე: მუშაობის ის 3 თვე ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი იყო - საკუთარი შემოსავალი მქონდა და ფულის ყადრი ვისწავლე. მშობლების უზომოდ მადლობელი ვარ. მივხვდი, რომ ადამიანმა შრომის ფასიც უნდა იცოდეს და მის მიერ გაწეული ნებისმიერი შრომა ადეკვატურად უნდა ანაზღაურდეს. ჩემი თავის ფასიც იქვე ვისწავლე...

- თუ გათვალეთ, რამდენად შემოსავლიანი იქნებოდა თქვენ მიერ არჩეული პროფესია?

- ჩემთვის საქმისადმი ინტერესიც და შემოსავლიანობაც თანაბრად მნიშვნელოვანი იყო... საერთოდ, ნებისმიერმა მოქალაქემ თავისი შრომის ფასი უნდა იცოდეს და ადეკვატური გასამრჯელო მიიღოს.

- სტუდენტობისას მუშაობდით?

- პირველ 4 კურსზე სწავლისას არსად მიმუშავია - მთლიანად სწავლაში ჩაფლული. წარმატებული სტუდენტი გახლდით. სწავლის ბოლო 2 წელი ნაყინის დიდ ქარხანაში ვიმუშავე - საკონდიტროში, ნაყინის დიდ საამქროში ვიყავი. ეს საკმაოდ საინტერესო გახლდათ. რაკი უკვე გარკვეული განათლება მიღებული მქონდა, ჩვეულებრივი მუშა კი არა, ცვლის უფროსი ვიყავი. ის საქმე მაბედნიერებდა: კოლექტივში ქალები ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, ვინ უფრო ლამაზ ტორტს შექმნიდა, ლამაზ დიზაინს მოიფიქრებდა... ძალიან აზარტული იყო! სულ მინდოდა, რაღაც განსაკუთრებული გამეკეთებინა - პატარა დეტალი შემექმნა, რაც ასე ვთქვათ, ჩემი სავიზიტო ბარათი იქნებოდა... 20 წლის გოგოსთვის ხალხთან ურთიერთობა და მუშაობა საინტერესო იყო... მიმაჩნია, რომ ნებისმიერმა ადამიანმა, ვისაც ცხოვრებაში, კარიერაში წარმატების მიღწევა სურს, მუშაობა ქვედა საფეხურებიდან უნდა დაიწყოს.

როგორც აღვნიშნე, საკმაოდ შეძლებული, გავლენიანი ოჯახიდან ვიყავი, მაგრამ არ მახსოვს, მშობლებს ოდესმე პრივილეგირებულ სიტუაციაში ჩავეყენებინე. სულ იმას მასწავლიდნენ, რომ მიზნისთვის დამოუკიდებლად უნდა მიმეღწია და არა - ვინმეს დახმარებით. ეს რჩევა გამომადგა: როდესაც რუსეთიდან, სადაც ბავშვობა გავატარე, საქართველოში დავბრუნდი, მაშინ (სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები დღესაც ხდება) კარიერის "გაკეთებაში" ან მშობელი გეხმარებოდა, ან - მეგობრები... მარტივად რომ ვთქვათ, ვიღაც ზურგს გიმაგრებდა. ჩემს შემთხვევაში, ასე არ ყოფილა: ნულიდან დავიწყე. ყველაფერს შრომით და ძლიერი, მებრძოლი ხასიათით მივაღწიე. დღემდე არ მეთაკილება, რომ თუკი გარკვეულ საკითხებში ვერ ვერკვევი, ჩემზე ბევრად მცოდნე ადამიანებს დავურეკო და კონსულტაციები მათგან მივიღო - საკითხში სიღრმისეულად გავერკვიო...წაიკითხეთ სრულად