ავტორი:

"მოწინააღმდეგის იერიშის შედეგედ დაშავდა 2 მოქალაქე. ამავდროულად, დეზინფორმაციის გამოყენებით, რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს" - უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი

"მოწინააღმდეგის იერიშის შედეგედ დაშავდა 2 მოქალაქე. ამავდროულად, დეზინფორმაციის გამოყენებით, რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს" - უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება იმის შესახებ, რომ ოკუპირებული დონეცკის ზოგიერთი დასახლებული პუნქტიდან მოსახლეობის ევაკუაცია იგეგმება და აცხადებს, რომ უკრაინის არმია არანაირი შეტევითი ოპერაციისთვის არ ემზადება.

"ჩვენ ოფიციალურად ვაცხადებთ: უკრაინის შეიარაღებული ძალები სტაბილურად იცავს მინსკის შეთანხმებებსა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს და არ გეგმავს შეტევით ოპერაციებს ან მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ცეცხლის გახსნას,“- აღნიშნულია ზალუჟნი მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ის ხაზს უსვამს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქმედებები მხოლოდ თავდაცვითი ხასიათისაა.

ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, 17 თებერვალს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 47-ჯერ დაარღვიეს, მათგან 38 შემთხვევაში მინსკის შეთანხმებებით აკრძალული შეიარაღების გამოყენებით.

"მოწინააღმდეგემ მიზანმიმართული იერიში მიიტანა სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, დაშავდა ორი მშვიდობიანი მოქალაქე. ამავდროულად, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გამოყენებით, რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში ადანაშაულებენ“, - აცხადებს ზალუჟნი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.

"დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებელია რუსეთის ფედერაციის ოკუპანტი სახელმწიფო. ნებისმიერი ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეთ ადამიანებს ან ინფრასტრუქტურას დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, პროვოკაციაა", - აღნიშნა ზალუჟნიმ.

მან ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის 17 თებერვალს დაფიქსირებული ფაქტების სათანადო გამოძიება.

"ბოევიკებმა" დონბასში, სტანიცა ლუგანსკაში ცეცხლი კვლავ გახსნეს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო „ტელეგრამში“ წერს.

მისი თქმით, ერთ-ერთი ჭურვი საცხოვრებელ სახლს მოხვდა და ხანძარი გაჩნდა.

ინციდენტის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.

შეგახსენებთ, 17 თებერვალს, უკრაინის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სტანიცა ლუგანსკაში მძიმე არტილერიის გამოყენებით ცეცხლი გახსნეს. ჭურვები საბავშვო ბაღის შენობას მოხვდა, რის შედეგადაც ბაღის სამი თანამშრომელი დაშავდა. მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საბავშვო ბაღის შენობის დაბომბვა დიდი პროვოკაციაა. მოგვიანებით, "ბოევიკებმა" დონბასში, სტანიცა ლუგანსკაში ცეცხლი კვლავ გახსნეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ „ტელეგრამში“ დაწერა. მისი თქმით, ერთ-ერთი ჭურვი საცხოვრებელ სახლს მოხვდა და ხანძარი გაჩნდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.