ავტორი:

"დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 60-ჯერ დაირღვა, დაშავებულია 2 უკრაინელი სამხედრო" - უკრაინის გაერთიანებული ძალები

"დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 60-ჯერ დაირღვა, დაშავებულია 2 უკრაინელი სამხედრო" - უკრაინის გაერთიანებული ძალები

"გასული დღის განმავლობაში ბოევიკებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 60-ჯერ დაარღვიეს, მათ შორის 43 შემთხვევაში მინსკის ხელშეკრულებებით აკრძალული იარაღის გამოყენებით" - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბი იუწყება.

"მოწინააღმდეგის მოქმედების შედეგად გაერთიანებული ძალების ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა, მეორე კი - დაშავდა. სამხედროები სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებიან. დაჭრილი სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დაშავებულის კი - დამაკმაყოფილებელი. რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ დაბომბვის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა. გუშინ ასევე მტრის დაბომბვამ დააზიანა საბავშვო ბაღის შენობა, ელექტროგადამცემი ხაზები, გაზსადენი და გაანადგურა ორი კერძო სახლი სტანიცა ლუგანსკაში. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სამმა თანამშრომელმა თავის ტვინის შერყევა მიიღო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, მათი ცნობით, ოკუპანტების შეიარაღებულმა ფორმირებებმა საარტილერიო ცეცხლი გახსნეს დასახლებულ პუნქტ ვრუბოვკაში, რის შედეგადაც დაზიანდა ადგილობრივი სკოლის შენობა, გაზსადენი და კერძო სახლი.