ავტორი:

რუსული მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკში ცეცხლი გახსნეს, დაღუპულია ორი სამოქალაქო პირი

რუსული მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკში ცეცხლი გახსნეს, დაღუპულია ორი სამოქალაქო პირი

"უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიის დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა" - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ე.წ. ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლები აცხადებენ.

მათი მტკიცებით, უკრაინის შეირაღებულმა ძალებმა ე.წ. "რესპუბლიკის“ დასახლებულ პუნქტებში ცეცხლი მინსკის შეთანხმებებით აკრძალული 120 მილიმეტრიანი ჭურვების გამოყენებით გახსნეს.

"შედეგად, დაიღუპა რესპუბლიკის ორი მშვიდობიანი მოქალაქე, ხოლო ერთი საცხოვრებელი სახლი მთლიანად განადგურდა“, - აცხადებენ ოკუპირებულ ლუგანსკში.