ავტორი:

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების ბელარუსში შეხვედრის ამსახველი პირველი კადრები

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების ბელარუსში შეხვედრის ამსახველი პირველი კადრები

ბელარუსში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. შეხვედრის ამსახველ პირველ კადრებს ბელარუსული სააგენტო BELTA ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლის განმარტებით, ჯერ ცნობილი არ არის, რამდენ ხანს გაგრძელდება მოლაპარაკებები.

მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის წევრების ვინაობა ცნობილია. მასში შედიან: ფრაქცია ,,ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავიდ არახამია, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრეჩეველი მიხეილ პოდოლიაკი, უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი ანდრეი კოსტინი , სახალხო დეპუტატი რუსტემ მეროვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლაი ტოჩიცკი. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოლაპარაკების საკვანძო თემა იქნება ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტა და რუსული ჯარის ტერიტორიიდან გაყვანა.

აღსანიშნავია, რომ დელეგაციის ერთ-ერთი წევრი დავიდ არახამია მოლაპარაკებების მოლოდინთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ამ შინაარსის პოსტს აქვეყნებს: "მოლაპარაკებები ან სწორი მიმართულებით წავა, ან ისე, როგორც რუსული სამხედრო გემი", - წერს არახამია.

<script async src="https://telegram.org/js/telegram-widget.js?15" data-telegram-post="belta_telegramm/105929" data-width="100%"></script>