ავტორი:

"ნაცებს" რევოლუცია გინდათ... პატარა არეულობაზე სვავებივით გაჰკივით გადადექის" - რა ხდებოდა ნატალია ქუთათელაძის პოსტზე, სადაც ოპოზიციის ქმედებებს აკრიტიკებს

"ნაცებს" რევოლუცია გინდათ... პატარა არეულობაზე სვავებივით გაჰკივით გადადექის" - რა ხდებოდა ნატალია ქუთათელაძის პოსტზე, სადაც ოპოზიციის ქმედებებს აკრიტიკებს

მეცო-სოპრანო ნატალია ქუთათელაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და უკრაინის მოვლენების ფონზე საქართველოში არსებულ ვითარებას ეხმაურება. როგორც ის ამბობს, საზოგადოების გუშინდელი პროტესტი მისთვის გასაგებია, თუმცა მიუღებელია, რომ ყველა რეაქცია, რომელსაც გულწრფელად გამოხატავენ, გადადის ვიწრო პარტიულ კმაყოფაზე.

"გადადექის ძახილით რა შეიცვლება? მართლა მაინტერესებს და იქნებ ამიხსნათ.მესმის, რომ ნაცებს რევოლუცია გინდათ და არც ერთ შანსს არ უშვებთ ხელიდან, რომ პატარა არეულობაზე ეგრევე სვავებივით გაჰკივით გადადექის, მაგრამ პრიორიტეტი რა არის დღეს? ღარიბაშვილის ჩანაცვლება იგივე მარიონეტით? თუ შიდა არეულობა?(რომელიც არ გვაკლია)თუ საქართველოს ევროკავშირში მოხვედრის მოთხოვნა?

გუშინ წნევა მქონდა და რეაქციაც ძალიან ადექვატური იყო ხალხის მხრიდან. მაგრამ, ყოველთვის ყველა ჩვენი რეაქცია, რომელსაც გამოვხატავთ გულწრფელად, გადადის ვიწრო პარტიულ კმაყოფაზე რაც აფუჭებს საქმეს. ფაქტია, რომ ვერაფერი ვერ მივიყვანეთ ბოლომდე, ე.ი რაღაცას არასწორად ვითხოვთ" - წერს ნატალია ქუთათელაძე.

მის პოსტს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის ნანუკა ჟორჟოალიანი, მარიამ გეგუჩაძე, მარინა ბერიძე და ანდრია გველესიანი. მათი თქმით, პროტესტის და მოთხოვნების მიზანი ერთია, რომ დაიცვას ქვეყნის ღირსება.

ნანუკა ჟორჟოლიანი: ნატალიკო, სად ნახე გუშინ სცენაზე ნაცების რომელიმე ლიდერი?იმედია მივიღებ პასუხს კითხვაზე გუშინ სად ნახე ნაციონალების რომელიმე ლიდერი

მარინა ბერიძე: ნატალიკო პრიორიტეტი ერთია!!!!!!შენი ქვეყნის სიყვარული!!!!!!რომელსაც აუცილებლად ღირსება უნდა ქონდეს

მარიამ გეგუჩაძე: შიდა არეულობის მოტივაციას, სად ხედავ?ბიძინაა მთავარი პრობლემა , ყველამ ვიცით- თუმცა იმას მაინც ვანახებთ ადამინებს, თუნდაც უკრაინას ან ნებისმიერ, ნორმალურ ადამიანს თუ ქვეყანას , რომ ღარიბაშვილის ამ კომენტარებზე, ჩუმად არ ვართ