ავტორი:

საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე უკრაინის მხარდამჭერ აქციას ქეთი მელუა შეუერთდა - "ჩემი ბიძა კიევშია, ასევე ჩემი ახლობლები არიან ხარკოვში"

საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე უკრაინის მხარდამჭერ აქციას ქეთი მელუა შეუერთდა - "ჩემი ბიძა კიევშია, ასევე ჩემი ახლობლები არიან ხარკოვში"

საქართველოს პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. საკანონმდებლო შენობის წინ მონიტორები და ტექნიკაა დამონტაჟებული, საიდანაც რამდენიმე წუთში მოქალაქეებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირდაპირ ეთერში მიმართავს.

აქციის მონაწილეებს მოტანილი აქვთ საქართველოს და უკრაინის დროშები. ისმის მხარდამჭერი შეძახილი - "დიდება უკრაინას!“.

ამასთან, შესრულდა საქართველოს და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნი.

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია. აქციაზე ჩაერთო მომღერალი ქეთი მელუა, რომლემაც ჯერ უკრაინულად იმღერა, შემდგომ კი საზოგადოებას მიმართა. "დიდი მადლობა ამ მხარდაჭერისთვის, ჩემი ბიძა კიევშია, ასევე ჩემი ახლობლები არიან ხარკოვში. ისინი არ მოდიან, ისინი ეხმარებიან უკრაინელებს. რაც შეგიძლიათ გამოგზავნეთ ანგარიშებზე, დიდი, დიდი მადლობა..."