ავტორი:

რუსი სექსსიმბოლო ამბობს, რომ "მაკდონალდის" გარეშე რუსები უფრო გამხდრები იქნებიან, თუმცა მისი თანამემამულეები კომპანიის ქვეყნიდან გასვლამდე, რესტორნებთან უგრძეს რიგებში დგანან

რუსი სექსსიმბოლო ამბობს, რომ  "მაკდონალდის" გარეშე რუსები უფრო გამხდრები იქნებიან, თუმცა მისი თანამემამულეები კომპანიის ქვეყნიდან გასვლამდე, რესტორნებთან უგრძეს რიგებში დგანან

რუსეთის და ვლადიმერ პუტინის სისასტიკეს ცივილიზებული მსოფლიო უპირისპირდება და უმძიმეს ეკონომიკურ სანქციებს უწესებს. რუსეთის პრეზიდენტს უკვე ძალიან ძვირი დაუჯდა უკრაინაში შეჭრა და ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის, რადგან ცნობილი კომპანიები ყოველდღიურად ტოვებენ ქვეყანას.

დაიხურა მსოფლიო ბრენდების მაღაზიები. რუსული ბაზარი დატოვეს ისეთმა მსხვილმა კომპანიებმა, როგორიცაა "ადიდასი", "ნაიკი", "სვოჩი", "მაკდონალდსი" და ა.შ.

გუშინ გაცხადდა, რომ McDonald's-მა რუსეთში მოქმედი 850-ვე რესტორანი დახურა. მაშინ როდესაც რუსეთი უკრაინაში მარიუპოლის სამშობიაროსა და ბავშვთა საავადმყოფოს დასაბომბად ემზადებოდა, რუსები მაკდონალდსის რიგში იდგნენ და ცდილობდნენ უკანასკნელად დამტკბარიყვნენ ამ კომპანიის პროდუქტით.

McDonalds-ი რუსეთში ყველა საკვებ ობიექტს ხურავს

ერთ-ერთი რუსული პროპაგანდისტული მედია ქვეყნიდან უცხოური კომპანიების გასვლის "სიკეთეებზე“ წერს და ცნობილი მომღერლის, რუსი სექსსიმბოლოს ანა სემიონოვიჩის ციტატები მოჰყავს მაგალითად.

ანა სემენოვიჩმა მაკდონალდსის ბაზრიდან გასვლის გამო, თაყვანისმცემლებს მოუწოდა, რომ პანიკაში არ ჩავარდნენ და მხარი დაუჭირონ ადგილობრივ პროდუქციას.

"ჩვენში პროდუქციის წარმოება ძალიან კარგად არის დამკვიდრებული და საკმარისზე მეტია. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი რძის პროდუქტები, მარცვლეული, ქათამი, კვერცხი, თევზი და ხილი. ყველაფერი კარგად იქნება!" - ამბობს სემიონოვიჩი.

მომღერალი ამბობს, რომ რუსეთში ბევრი გემრიელი და ჯანსაღი პროდუქტია, რომელიც ადვილად შეიძლება იყოს დასავლური ბრენდების ალტერნატივა. ის მიიჩნევს, რომ რუსები მხოლოდ სარგებელს მიიღებენ სწრაფი კვების რესტორნების დახურვით.

"როცა ჩვენ და ჩვენი შვილები შევწყვეტთ "მაკდონალდსში“ ჭამას, უფრო ჯანსაღები და გამხდრები ვიქნებით. სიმსუქნე აღარ დაგვემუქრება. ჩვენ განვავითარებთ ჩვენს მცირე და მსხვილ ბიზნესს, ჩვენ ძლიერები ვართ, ყველაფერს გავუმკლავდებით", - ამბობს სემენოვიჩი.

იხილეთ ასევე: