ავტორი:

უკრაინასთან მოლაპარაკებები ადვილი არ არის, მაგრამ კომპრომისის გარკვეული იმედი არსებობს - სერგეი ლავროვი

უკრაინასთან მოლაპარაკებები ადვილი არ არის, მაგრამ კომპრომისის გარკვეული იმედი არსებობს - სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მიმდინარე კონფლიქტი არის მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც მსოფლიო წესრიგს განსაზღვრავს.

როგორც Sky News-ი წერს, ლავროვმა ასევე კომენტარი გააკეთა უკრაინასთან მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებზეც და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ადვილი არ არის, მაგრამ კომპრომისის გარკვეული იმედი არსებობს.

მისი თქმით, შეთანხმებების ზოგიერთი ფორმულირება ახლოსაა შეთანხმებასთან.

"გარდიანის“ ცნობით კი, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისიც აღნიშნა, რომ რუსეთი ვერ ხედავს იმის ნიშანს, რომ შეერთებული შტატები მიმდინარე კონფლიქტის მოგვარებითაა დაინტერესებული.

შეგახსენებთ, წუხელ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების პოზიციები ახლა "უფრო რეალისტურად გამოიყურება".