ავტორი:

დააკავეს რუსეთის დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფი და "ეფესბეს“ აგენტი, რომლებიც ზელენსკის ლიკვიდაციას გეგმავდნენ - უკრაინული მედია

დააკავეს რუსეთის დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფი და "ეფესბეს“ აგენტი, რომლებიც ზელენსკის ლიკვიდაციას გეგმავდნენ - უკრაინული მედია

უჟგოროდში, უკრაინის სამხედრო კონტრდაზვერვის ოფიცრებმა რუსული 25-კაციანი დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფი დააკავეს, რომელსაც რუსეთის ფედერაციის "ეფესბეს“ აგენტი ხელმძღვანელობდა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ლიკვიდაციას გეგმავდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო სააგენტო "უნიანი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, დივერსიული ჯგუფი ვოლოდიმირ ზელენსკი მკვლელობის გარდა, კიევსა და უკრაინის სხვა რეგიონებში დივერსიული აქტების განხორციელებას გეგმავდა.

"იგეგმებოდა დანაყოფის კიევში ჩაყვანა და სამთავრობო კვარტალში დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელება“, - აღნიშნულია „უნიანის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.