ავტორი:

"ინფორმაცია რუსეთში საკონცერტო ტურნესთან დაკავშირებით სიცრუეა" - ჯგუფი "მგზავრები" განცხადებას ავრცელებს

"ინფორმაცია რუსეთში საკონცერტო ტურნესთან დაკავშირებით სიცრუეა" - ჯგუფი "მგზავრები" განცხადებას ავრცელებს

სოციალურ ქსელში ბოლო დღეებია გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯგუფი "მგზავრები" აპრილში კონცერტის ჩატარებას მოსკოვში აპირებს და რომ ბილეთების გაყიდვაც უკვე დაწყებულია.

აღნიშნულ ცნობას მოჰყვა არაერთი კრიტიკული კომენტარი საზოგადოების მხრიდან, თუმცა როგორც გაირკვეა, ყოველივე სიცრუა და "მგზავრები" არ აპირებენ რუსეთში კონცერტების გამართვას.

აღნიშნულის შესახებ ჯგუფი "ფეისბუქში" ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს განცხადებას:

"გავრცელებული ინფორმაცია მგზავრების საკონცერტო ტურნესთან დაკავშირებით რუსეთში არის დეზინფორმაცია და სიცრუე..კონცერტებთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია mgzavrebi.com-ზე იდება, ნუ ენდობით რუსულ წყაროებს", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფოტმაციაში.