ავტორი:

"გავგიჟდი კაცი, საბავშვო ბაღი ხომ არ არის?! პუტინი ყოველ საღამოს იძახდა, რა გამიწყალეთ გული, არ ვაპირებ არაფერსო და არ დაიწყო, ტო?!" - რას ამბობს ზურა ყიფშიძე რუსეთ-უკრაინის ომზე?

"გავგიჟდი კაცი, საბავშვო ბაღი ხომ არ არის?!  პუტინი ყოველ საღამოს იძახდა, რა გამიწყალეთ გული, არ ვაპირებ არაფერსო და არ დაიწყო, ტო?!" - რას ამბობს ზურა ყიფშიძე რუსეთ-უკრაინის ომზე?

"პუტინმა ისეთი რამ ჩაიდინა, რომ უკან დასახევი გზა აღარავის დაუტოვა... მერე რა, რომ დიდი პოლიტიკაა? - ისეთი რამ არ უნდა ქნა, გამოსავალი აღარ არსებობდეს და ბოდიშის მოსახდელიც აღარ გქონდეს! საშინელებაა, რაც ხდება და საერთოდ, გოიმების დოღია, რა!", - ამის შესახებ მსახიობმა ზურა ყიფშიძემ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ისაუბრა, რომლის ფრაგმენტებსაც გთავაზობთ:

- საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ რამდენად იგრძნობა?

- ჩვენს ქვეყანას რაც შეუძლია თანაგრძნობას გამოხატავს და მეტი რა უნდა ქნას, ომს ხომ ვერ დაიწყებს?! მე არავისკენ არ ვარ, სიმართლისკენ მინდა ვიყო, მაგრამ საფრანგეთი ვერ ერევა ბოლომდე მაგ ამბავში და საქართველომ რა უნდა გააკეთოს?! აბა, მაშინ, ავიყაროთ მთელი ერი და წავიდეთ უკრაინაში საომრად! ჰუმანიტარულ დახმარებას ვაგზავნით, ვისაც რა შეგვიძლია! რა სანქციები უნდა დავუწესოთ ჩვენ რუსეთს, სად გვაქვს ჩვენ სასანქციოდ საქმე?! რაც შეგვიძლია ვაკეთებთ და მეტის თავი ჩვენ არ გვაქვს!..

- პუტინის რუსეთის მხარეს მყოფ ქართველ ხელოვანებზე რას იტყოდით?

- ვერაფრით წარმომიდგენია, ახლა ვინმე პუტინისკენ იყოს, თუ რამ გამოუვალი სიტუაცია არ აქვს! თიკა კანდელაკი რასაც ამბობს, კი ვიცით, მაგრამ სოსო პავლაშვილის მხარდასაჭერი განცხადება არ მომისმენია და ვერაფერს გეტყვით... ყველამ თავის გულში ჩაიხედოს, სანამ რამეს იტყვიან! მე არ ვიცი, ახლა იქ რა სიტუაციაა და ვის რას აიძულებენ, მაგრამ ძალიან მაგარმა ხელოვანებმა პროტესტით დაანგრიეს თავიანთი კარიერა და გაიქცნენ... ყველგანაა სხვადასხვანაირი ხალხი - ცუდები, კარგები!

მე პანდემიამდე დავასრულე გადაღებები მოსკოვში... ორ სერალში გადამიღეს და ერთ-ერთი ახლა გადის პირველ არხზე... მერე გაგრძელებაც იყო, მაგრამ გაჩერება აღარ შემეძლო და ვთქვი, რა მიზეზიც გინდათ მოიგონეთ, მე აქ ვეღარ ჩამოვალ-მეთქი. დიდ პროექტზე ვთქვი უარი, მაგრამ გული არ მწყდება! მერე არც ყოფილა რამე შემოთავაზება.

ჩემი ერთი რუსი მეგობარი რუსეთიდან გაიქცა სამ შვილთან ერთად და ახლა რიგაშია... სამწუხაროდ, ჩემი ბევრი რუსი მეგობარი დღეს ცოცხალი აღარ არის. 1970-იანებში, ინსტიტუტში ერთად ვსწავლობდით და მას შემდეგ, დიდი დრო გავიდა.

ეს ომი რომ დაიწყო, ერთ რუს მეგობარს მივწერე და მითხრა, წასული ვარ რუსეთიდან, რადგან ჩემმა პრეზიდენტმა მე მომატყუა, რომელსაც პატივს ვცემდი და მხარს ვუჭერდი, ამიერიდან ვეღარ ვენდობი, მეშინია, ბავშვებს რამე არ შეემთხვეს და ქვეყნიდან წავედიო. წაიკითხეთ სრულად