ავტორი:

"ჯერჯერობით მართვით სუნთქვაზეა" - როგორია შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებული 8 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა

"ჯერჯერობით მართვით სუნთქვაზეა" - როგორია შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებული 8 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა

თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს.

როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

"ბავშვის მდგომარეობა ჯერჯერობით ძალიან მძიმეა. მართვით სუნთქვაზეა. ჰემოდინამიკური პარამეტრების სტაბილიზაცია ხდება. ჯერჯერობით მდგომარეობა მძიმედ ფასდება" , - განაცხადა იაშვილის კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის უფროსმა, მაკა თევზაძემ.

შეგახსენებთ, 8 წლის ბავშვს ავტომობილი გუშინ დილით დაეჯახა. დაშავებულს რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.