ავტორი:

ქართველები ჰოლივუდში - სამი ქართველი მსახიობი "ნეტფლიქსის" გახმაურებული ფილმის მეორე ნაწილში მიიღებს მონაწილეობას

ქართველები ჰოლივუდში - სამი ქართველი მსახიობი "ნეტფლიქსის" გახმაურებული ფილმის მეორე ნაწილში მიიღებს მონაწილეობას

"ნეტფლიქსის“ პოპულარული ფილმის, Extraction-ის მეორე ნაწილი Extraction 2 მალე ტელეეკრანზე გამოვა. მისი გამოსვლის თარიღად 2022 წლის მაისი დასახელდა.

კინოსურათის ქართველი ფანებისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მასში სამი ქართველი მსახიობი მიიღებს მონაწილეობას. კონკრეტულად კი თორნიკე გოგრიჭიანი, თინა დალაქიშვილი და დათო ბახტაძე.

ინფორმაცია ამის შესახებ IMDB-ზეა უკვე გამოქვეყნებული. ცნობილია ისიც, რომ ქართველი მსახიობების გმირები ფილმში ქართველები იქნებიან. თინა დალაქიშვილის გმირს ქეთევანი ერქმევა, დათო ბაქრაძის გმირს ავთანდილი, ხოლო თორნიკე გოგრიჭიანის - ზურაბი.

ფილმში მთავარ როლს ჰოლივუდის ვარსკვლავი, კრის ჰემსუორთი ასრულებს. მისი პირველი ნაწილი 2020 წელს გამოვიდა და შთამბეჭდავი აღიარება მოიპოვა. ფილმის პირველ ნაწილს "ნეტფლიქსზე" 99 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.