ავტორი:

დიქტატორი პუტინი საყვარელი ქალის გადარჩენას ცდილობს - სად გაქრა ალინა კაბაევა?

დიქტატორი პუტინი საყვარელი ქალის გადარჩენას ცდილობს - სად გაქრა ალინა კაბაევა?

დიქტატორი პუტინი საყვარელი ქალის გადარჩენას ცდილობს - ამის თაობაზე უცხოური მედია აქტიურად წერს. ჟურნალისტების ყურადღება იმან მიიპყრო, რომ რუსეთის ნაციონალური მედიაჯგუფის (NMG) ვებგვერდიდან დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ალინა კაბაევას შესახებ ცნობები გაქრა. NMG უმსხვილესი კერძო მედიაჰოლდინგია რუსეთში, ათობით არხით, გაზეთებით და რადიოსადგურებით.

მის შემადგენლობაშია რუსეთის "პირველი არხი", "მეხუთე არხი", REN TV, STS და სხვა...

ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ NMG-ის ვებგვერდზე, განყოფილებაში "დირექტორთა საბჭო" კაბაევას დოსიე, ფოტოსურათით, იძებნებოდა. ამჟამად გვერდი აღარ არსებობს.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია, დასავლეთს მოუწოდა, რომ სანქციების დაეწესებინათ რუსეთის სახელმწიფო მედიისა და მათი ხელმძღვანელობისთვის, მათ შორის ალინა კაბაევასთვის, რომელსაც ნავალნიმ "ვლადიმერ პუტინის საყვარელი" უწოდა.

2019 წელს რამდენიმე დასავლურმა მედიამ გამოაქვეყნა მასალები, რომელშიც წერდნენ, რომ ვლადიმერ პუტინი შესაძლებელია იყოს რიტმული ტანვარჯიშის ოლიმპიური ჩემპიონის ალინა კაბაევას შვილების მამა. კრემლში ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. 2019 წლის 23 მაისს, კაბაევას მშობიარობიდან რამდენიმე კვირაში, პუტინმა მეან-გინეკოლოგი ქალი სამშობლოს სამსახურისთვის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. მედიის ცნობით, სწორედ ამ ადამიანმა ამშობიარა კაბაევა. გარდა ამისა, მეან-გინეკოლოგმა და მისმა ქალიშვილმა მოსკოვის ცენტრში მილიარდ რუბლზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება იყიდეს, რომლის შეძენაც ყოფილი ტანმოვარჯიშის ორსულობასა და მშობიარობას დაემთხვა.

მანამდე ცოტა ხნით ადრე ალინა კაბაევა ნაციონალური მედია ჯგუფის დირექტორთა საბჭოს შეუერთდა, რომელსაც პუტინის ახლო გარემოცვის ბიზნესმენები ფლობენ. ჰოლდინგში მუშაობისას ერთი წლის განმავლობაში კაბაევამ 785 მილიონ 400 ათასი რუბლი გამოიმუშავა.

ალინა კაბაევა ამ პოსტზე ერთ-ერთმა აქციონერმა, პუტინის მთავარმა დამფინანსებელმა იური კოვალჩუკმა მიიწვია. კაბაევას გულისთვის მან თანამდებობიდან გაათავისუფლა საკუთარი ძმისშვილი. რასაკვირველია, ახლა მთელი ეს გიგანტური პროპაგანდისტული მანქანა კაბაევას კონტროლის ქვეშ არის და ომის დანაშაულების გამართლებით არის დაკავებული.

ფოტოზე გადაღებული ქალი ანა ზაცეპილინაა, ალინა კაბაევას ბებია. ის 86 წლისაა და ასაკის მიუხედავად, ბიზნესს, ექსკლუზიურად, პუტინის უმდიდრეს მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად აწარმოებს.

2015 წელს მან პუტინის მეგობრისგან გენადი ტიმჩენკოსგან მიიღო 200 კვ.მ. ბინა პეტერბურგში. რომლის ღირებულებაც 120 მილიონი რუბლია. ოთხი დღით ადრე, კაბაევას ბებიამ პუტინის ბავშვობის მეგობრისგან, პიოტრ კოლბინისგან, მოსკოვში, არბატზე, 600 კვ.მ. ბინა შეიძინა. რომლის ღირებულებაც 600 მილიონი რუბლია.

პუტინის მეგობარმა მიზნესმენმა ბაევსკიმ მოსკოვში 220 კვ.მ. ბინა ალინა კაბაევას დას ლეისანს აჩუქა.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალინა კაბაევა შვილებთან ერთად შვეიცარიაში იმყოფებოდა. პუტინს და კაბაევას, მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, სამი ან ოთხი საერთო შვილი ჰყავთ, მათ შორის 2019 წელს დაბადებული ტყუპი. შვეიცარიაში კაბაევას გაგზავნით პუტინი ქალის სანქციებისგან დაცვას ცდილობდა, თუმცა 20 მარტს შვეიცარიის ხელისუფლებამ გაავრცელა განცხადება, რომ მათი ინფორმაციით, ქალბატონი კაბაევა შვეიცარიის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კაბაევა ომის დაწყების დროს შვეიცარიაში არ იყო, რადგან ინფორმაცია ამის შესახებ ჯერ კიდევ 7 მარტს გავრცელდა. უცნობია ამ ეტაპზე კაბაევა რუსეთში დაბრუნდა თუ რომელიმე მეგობარ ქვეყანას შეაფარა თავი.

იხილეთ ასევე: