ავტორი:

"ურგანტი თბილისის ცენტრში ბინის ყიდვას აპირებს" - რას წერს რუსული მედია ცნობილი ტელეწამყვანისა და მისი ქართველი მეუღლის შესახებ: რატომ დაბრუნდა ის მოსკოვში?

"ურგანტი თბილისის ცენტრში ბინის ყიდვას აპირებს" - რას წერს რუსული მედია ცნობილი ტელეწამყვანისა და მისი ქართველი მეუღლის შესახებ: რატომ დაბრუნდა ის მოსკოვში?

ცნობილმა რუსმა ტელეწამყვანმა და შოუმენმა ივან ურგანტმა რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებში გააკრიტიკა. მას შემდეგ, რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წამყვანი ტელეეკრანიდან გააქრეს. დაიხურა ლეგენდარული შოუ, "საღამო ურგანტთან", შეუჩერეს რუსეთის მასშტაბით ყველა კონტრაქტი. ადგილობრივმა მედიამ დაიწყო ურგანტის მუდმივი "გაშავება". საყვარელი ტელეწამყვანი ქვეყნის მტრად საბოლოოდ მაშინ გამოცხადდა, როდესაც ქვეყანა დატოვა და ისრაელში ოჯახთან ერთად გაემგზავრა.

ცოტა ხნის წინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ურგანტი მეუღლე ნატალია კიკნაძესთან და ორ ქალიშვილთან - ნინასთან და ვალერიასთან ერთად რუსეთში დაბრუნდა. ტელეწამყვანის რუსეთში ყოფნის ფაქტი ჯერ მისმა მამამ ანდრეი ურგანტმა განაცხადა, შემდეგ კი ინფორმაცია ქსენია სობჩაკმა დაადასტურა. თუმცა, როგორც კრიტიკოსები აცხადებენ, ურგანტი მოსკოვში, სავარაუდოდ, მისი მრავალმილიონიანი ქონების გასაყიდად დაბრუნდა.

2018 წლიდან ურგანტს ისრაელის მოქალაქეობა აქვს და მედიის ინფორმაციით აპირებს, რომ ცოლ-შვილსაც მოუგვაროს დოკუმენტები, რათა ისინიც ისრაელის მოქალაქეები გახდნენ.

"ისრაელის მოქალაქეობაზე ვერაფერს ვიტყვი, უბრალოდ არ ვიცი, რუსეთში ეს აკრძალულია? დღეს ნებისმიერ ადამიანს, თუ აქვს შესაძლებლობა და სურვილი, შეუძლია სხვა ქვეყნის პასპორტი აიღოს. ახლა ივანე რუსეთშია. ამით ყველაფერი ნათქვამია“, - ამბობს ურგანტის მამა.

ურგანტი ნამდვილად ფლობს სამსართულიან სახლს პრესტიჟულ სოფელ გორკი-10-ში, რუბლევო-უსპენსკოეს გზატკეცილის 25-ე კილომეტრზე და ორსართულიან ბინას მერკურის კოშკში მოსკოვში მდებარე კომპლექსში, ასევე მას აქვს კიდევ ერთი სასახლე რუბლიოვკაზე. ბინა ფართით 267 კვ. მ. სმოლენსკის ბულვარზე (იმავე ელიტარულ კორპუსში, სადაც მდებარეობს ქსენია სობჩაკის ბინები), უძრავი ქონება აქვს მის მშობლიურ სანკტ-პეტერბურგში... ჭორების თანახმად, მას რუსულ ტელევიზიაში აღარ დააბრუნებენ და ბინებს სწორედ სხვა ქვეყნებში გადაცხოვრებისთვის და კაპიტალის დასაგროვებლად ყიდის.

რუსული მედია ურგანტის საცხოვრებლად ორ ქვეყანას განიხილავს, ისრაელს და საქართველოს. წამყვანის ცოლი ნატალია კიკნაძე წარმოშობით ქართველია. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ურგანტი თბილისის ცენტრში 140 კვ. მეტრის ბინის ყიდვას აპირებს.

ნატალია კიკნაძესა და ივან ურგანტს ორი საერთო შვილი, გოგონები - ნინა და ვალერია ჰყავთ. რუსულ მედიაში ნატალიას პირველ მეუღლეს მოიხსენიებენ ხან თემურ, ხან ვახტანგ კუტალიათი. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის, აფხაზეთში, საკუთარ სამშობლოში იყო დაკრძალული. თუმცა ეს ინფორმაცია არასწორია, ის ცოცხალია, ჯანმრთელი და პეტერბურგში ცხოვრობს.

ნატალია, ქართული წარმოშობის ცნობილი პეტერბურგელი იუველირის, ავთანდილ კიკნაძის ოჯახში გაიზარდა. ნატაშა, ივან ურგანტთან ერთად პრესტიჟულ გიმნაზიაში სწავლობდა. მათ შორის გრძნობები კი მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ გაღვივდა.

სკოლის დასრულების შემდეგ ნატალიამ მაშინვე გაიცნო, მასზე 10 წლით უფროსი მამაკაცი - თეიმურაზ კუტალია. გათხოვებიდან მალევე, 19 წლის ასაკში, ნატალიას და თეიმურაზს ვაჟი, ნიკო შეეძინათ. სამი წლის შემდეგ, კი 2000 წელს, ქალიშვილი - ერიკა.

თუმცა, მიუხედავად ორი შვილისა, თეიმურაზსა და ნატალიას ბედნიერი ერთობლივი ცხოვრება არ ჰქონდათ. 10 წლიანი ქორწინების შემდეგ, კიკნაძემ ქმარი მიატოვა და ქალიშვილთან ერთად საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა.

ურგანტის ქართველი მეუღლის ქართველი შვილებიდან ერიკა კუტალია ლონდონში სწავლობს. უფროსი ვაჟი კი, მამასთან ერთად - სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობს…