ავტორი:

"ეს იგივე ადამიანია, ვინც ახლა რუსეთის უკრაინაში შეჭრას ხელმძღვანელობს?“ - რას ამბობს ობამა პუტინის შესახებ

"ეს იგივე ადამიანია, ვინც ახლა რუსეთის უკრაინაში შეჭრას ხელმძღვანელობს?“ - რას ამბობს ობამა პუტინის შესახებ

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინი როგორც ჩანს, შეიცვალა, რადგანაც, ობამას თქმით, როდესაც ის პრეზიდენტი იყო, არ სჯეროდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ყველაფერს გარისკავდა უკრაინაში შეჭრისთვის.

"არ ვიცი, ეს ადამიანი იგივეა, ვინც ახლა რუსეთის უკრაინაში შეჭრას ხელმძღვანელობს?“, - განაცხადა ობამამ, თუმცა იქვე დასძინა, რომ "ის (პუტინი) ყოველთვის დაუნდობელი იყო."

აღნიშნულის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ჩიკაგოს უნივერსიტეტის პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

"ვნახეთ, რა ჩაიდინა ჩეჩნეთში. ეს არ არის ახალი, თუმცა იმ ფსონს, რომელსაც იგი უკრაინაში ჩამოვიდა, 5 წლის წინ ვერ ვიწინასწარმეტყველებდი“, - აღნიშნა ბარაკ ობამამ.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, პუტინი სავარაუდოდ, არ ელოდა უკრაინისგან ასეთ ძლიერ წინააღმდეგობას.