ავტორი:

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ავტობუსის გაჩერებაზე მოწყობილი მოსაცდელი წაიქცა (ფოტო, ვიდეო)

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ავტობუსის გაჩერებაზე მოწყობილი მოსაცდელი წაიქცა (ფოტო, ვიდეო)

თბილისში. ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ავტობუსის გაჩერებაზე მოწყობილი მოსაცდელი წაიქცა. საბედნიეროდ, რკინის კონსტრუქციის ვარდნის დროს სიახლოვეს არავინ იდგა. ამ მოვლენის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება. თბილისის მცხოვრებლები მომხდარზე დედაქალაქის მერს სთხოვენ პასუხს. მომხდარზე ამ დრომდე მერიისგან ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.

"ამ ავტობუსის გაჩერებაზე ვიდექი გუშინ 15 წუთი. დღეს თავისით ჩამოვარდა. არავინ დაშავებულა", - წერს "ფეისბქმომხმარებელი" გიორგი სელიმაშვილი.

"ვაჟა-ფშაველას გამზირზე წაიქცა გაჩერება, რომელიც წელს დაამონტაჟა მერიამ და რომელშიც ჩვენი ფული დაიხარჯა. კახი, შენ რომ იკითხე ამას წინათ, იმ სიტყვებით მინდა გკითხო: რა გჭირს ტო, ეს არის გაკეთებული საქმე?" - გიორგი კაპანაძე.