ავტორი:

დიდმა ბრიტანეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთი ახალი ვაქცინა დაამტკიცა - რა არის ცნობილი Valneva-ს შესახებ

დიდმა ბრიტანეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთი ახალი ვაქცინა დაამტკიცა - რა არის ცნობილი Valneva-ს შესახებ

დიდმა ბრიტანეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალი ვაქცინა დაამტკიცა. ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა ევროპაში, რომელმაც "ვალნევას" "VLA2001" კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღო. ეს უკვე რიგით მეექვსე კოვიდსაწინააღმდეგო საშუალებაა, რომელსაც ბრიტანეთში გამოიყენებენ.

რა არის ცნობილი "ვალნევას" ვაქცინის შესახებ:

ვაქცინა უფრო მეტად დამზადების ე.წ ტრადიციული მეთოდითაა შექმნილი. .ეს არის კოვიდ ვაქცინა, რომელიც მთლიანად ინაქტივირებული ვირუსითაა შექმნილი: ამგვარი ვაქცინის დასამზადებლად, ვირუსის ლაბორატორიულ ვარიანტს, რომელსაც არ შეუძლია დააინფიციროს უჯრედები, ან გამრავლდეს სხეულში, მაგრამ შეეძლება იმუნური რეაქციის გამოწვევა.

Rx Securities-ის მმართველმა დირექტორმა, სამირ დევანმა თქვა, რომ ვაქცინა ეფექტიანია და ის იმ შემთხვევაშიც შეინარჩუნებს ეფეტურობას თუ კოვიდის ახალი ვარიანტები გამოჩნდება.

კომპანია "ვალნევაში" ჯერ კიდევ მარტში განაცხადეს, რომ EMA(ევროპის მედიცინის სააგენტო)-სგან დადებით რეკომენდაციას ელოდნენ და რომ ინვენტარი უკვე მზად ჰქონდათ ეტიკეტირებისა ვაქცინების გადანაწილებისთვის, როცა მას დაამტკიცებდნენ.

ბაჰრეინმა ვალნევას ვაქცინას გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მარტის დასაწყისშივე მიანიჭა.

"VLA2001" - ის შენახვის ტემპერატურა, მაცივრის ტემპერატურის შესაბამისია და ეს ამ ვაქცინას ისეთი ქვეყნებისთვისაც კი ხელმისაწვდომს ხდის, რომელთაც ძალიან დაბალ ტემპერატურაზე შენახვის პრობლემა აქვთ.

წყარო: reuters

მოამზადა: ანა სიბოშვილმა