ავტორი:

"პოლიცია გამოჩნდა და დაკვრის პროცესში მოსთხოვა გაჩერება" - რა მოხდა მოსკოვის სცენაზე, სადაც ცნობილი პიანისტი უკრაინის სოლიდარობის ნიშნად უკრავდა: რას წერს რაჭველი?

"პოლიცია გამოჩნდა და დაკვრის პროცესში მოსთხოვა გაჩერება" - რა მოხდა მოსკოვის სცენაზე, სადაც ცნობილი პიანისტი უკრაინის სოლიდარობის ნიშნად უკრავდა: რას წერს რაჭველი?

ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი მოსკოვში, პიანისტ ალექსეი ლუბიმოვის კონცერტზე მომხდარი ინციდენტის შესახებ წერს.

როგორც ირკვევა, კონცერტის მეორე ნაწილში უკრაინის სოლიდარობის ვალენტინ სილვესტროვის მუსიკა უნდა შეესრულებინა, რა დროსაც ადგილზე პოლიცია გამოჩნდა.

"მოსკოვში, უდიდესი პიანისტისა და მოაზროვნეს ალექსეი ლუბიმოვის კონცერტი, რომელზეც უკრაინის სოლიდარობის ნიშნად მეორე განყოფილებაში ვალენტინ სილვესტროვის მუსიკა უნდა შეესრულებინა პოლიცია გამოჩნდა, დაკვრის პროცესში მოსთხოვა დაუყოვნებლივ გაჩერება და აუდიტორიას მოსთხოვა დარბაზსის დატოვება უსაფრთხოების შემოწმების მიზეზით.

გამოაცხადეს, რომ შემოწმების შემდეგ მისცემდნენ კონცერტის გაგრძელების საშუალებას, თუმცა აღარავინ შეუშვეს უკან შენობაში და მიზეზიც აღარ განუმარტავთ ორი საათის განმავლობაში უკლებლივ მომლოდინე რამოდენიმე ასეული დამსწრესათვის…ტოტალიტარიზმის მწვერვალმა უკვე დაისადგურა ყველა სფეროში!დიდება უკრაინას!" - წერს რაჭველი.