ავტორი:

ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა ზელენსკის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით წერილით მიმართეს

ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა ზელენსკის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით წერილით მიმართეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით წერილით მიმართეს.

როგორც ხერხეულიძე განმარტავს, უკრაინაში მებრძოლ ქართველები მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ტყვეობიდან დახსნას ითხოვენ.

"უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომრები მიმართავენ პრეზიდენტ ზელენსკის ერთადერთი თხოვნით. მათ არ გააჩნიათ არანაირი პირადი სურვილი და მოთხოვნები, ისინი ითხოვენ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ტყვეობიდან დახსნას", - აღნიშნავს ეკა ხერხეულიძე "მთავარი არხის" ეთერში.