ავტორი:

"ძალიან უარყოფითი შედეგი მოაქვს მრავალფეროვანი სუფრიდან ყველა კერძის დაგემოვნებას" - როგორ უნდა დაუბრუნდეთ სრულფასოვან კვებას მარხვის შემდეგ: რას გვირჩევს ექიმი?

"ძალიან უარყოფითი შედეგი მოაქვს მრავალფეროვანი სუფრიდან ყველა კერძის დაგემოვნებას" - როგორ უნდა დაუბრუნდეთ სრულფასოვან კვებას მარხვის შემდეგ: რას გვირჩევს ექიმი?

როგორ უნდა დაუბრუნდეთ სრულფასოვან კვებას მარხვის შემდეგ? - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემა "დილის პალიტრაში" ნუტრიციოლოგ-ედნოკრინოლოგი რუსუდან კვანჭახაძემ ისაუბრა.

- განსაკუთრებულად სააღდგომო მარხვის პერიოდში საკვებში ისედაც არის მინერალებისა და ცილების დეფიციტი, შესაბამისად, მათ ვისაც აქვთ თანხმლები დაავადებები ფრთხილად უნდა მოეკიდონ ამ პროცესს. გადაჭარბებულმა კვებამ აღდგომის პერიოდში შეიძლება გადატვირთოს კუჭ-ნაწლავი, ნაღვლის ბუშტი და სავალალო შედეგები გამოიწვიოს. შეგვიძლია კვება გავანაწილოთ, დილას მივირთათ კვერცხი, შუადღეს - ხორცი.

- ძალიან უარყოფითი შედეგი მოაქვს მრავალფეროვანი სუფრიდან ყველა კერძის დაგემოვნებას. მაგალითად, ნიგოზი სასარგებლოა, მაგრამ თუ ამას ემატება ცხიმიანი ხორცი, ალკოჰოლი, ეს უკვე მძიმე შედეგებს იწვევს. ზომიერება საუკეთესოა ყველაფერში.

- რამდენად მართალია, რომ დღის განმავლობაში ერთ კვერცხზე მეტი არ შეიძლება მიირთვას ადამიანმა.

- კვება არის სასიამოვნო პროცესი, რომელიც დამოკიდებულია ასაკსა და თანხმლებ დაავადებებზე. თუ ადამიანს აწუხებს ნაღვლის ბუშტი, კუჭ-ნაწლავის სისტემა, ორ კვერცხზე მეტი სასურველი არ არის.

- დიაბეტის დროს პასკა რამდენად სასურველია?

- არ არის სასურველი, ნახშირწყალია, მაგრამ შეგვიძლია ამ დროს პასკას შაქარი არ დავუმატოთ და ცუკატებით გავამდიდროთ.

- რატომ იფიტება ადამიანის ორგანიზმი გაზაფხულისთვის?

- ზოგადად საკვებში არ არის იმ რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებები, რომელიც ადამიანის ორგანიზმს სჭირდება. მაგალითად, ვიტამინი დ, რომელსაც საკვების საშუალებით ნაკლებად ვიღებთ. ყველა ასაკში გამოიკვეთა ვიტამინი დ-ს დეფიციტი, ამ დროს ვცდილობთ საკვები დანამატებით შევუვსოთ პაციენტებს ვიტამინების ნაკლებობა. ასევე დაავადებები ხშირად გაზაფხულზე იჩენს თავს. მარხვის დასრულების შემდეგ უცებ რომ არ გადავიდეთ ცხიმიან საკვებზე, შედაძლებელია გარდამავალი საკვები, თევზი მივირთვათ... ასევე აუცილებელია წყლის მიღება, ეს არის სითხე, რომელიც აცოცხლებს ჩვენ ორგანიზმს.

- რითი შეიძლება ხორცის ჩანაცვლება?

- არსებობს მითი, რომ ვინც ხორცს არ მიიღებს, მას შეიძლება ბევრი დააავდება დაემართოს, მაგალითად, რკინა-დეფიციტური ანემია. ამ დროს მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანი არ იღებს ხორცს. სხვა საკვებშიც არის ის ძვირფასი ვიტამინები, რაც დააბალანსებს. ჩვენ უკვე შეგვიძლია ჩავანაცვლოთ მცენარეული წარმოშობის პროდუქტებით, რაც შეიცავს ცილებს, იგივე წიწიბურა. არსებობს ასევე კეტონური დიეტები, როდესაც ადამიანები დიდი რაოდენობით ცილებსა და ცხიმებს იღებს. ამ დროსაც ძალიან დიდი ყურადღებით უნდა ვიყოთ. ყველა ადამიანს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, იგივე კეტონური დიეტებს ბევრი გვერდითი მოვლენა აქვს.

ამიტომ არსებობს კვების პირამიდა, სადაც შედის ყველა სახის ვიტამინი. არ უნდა დავივიწყოთ პარკოსნები, თხილეული... თუ არის საშუალება, დიეტის შემთხვევაში ჯობია ისევ ნუტრიციოლოგმა გაუწიოს კონსულტაცია. ასევე ძალიან კარგია განტვირთვის დღეები, განსაკუთრებულად აღდგომის შემდეგ...