ავტორი:

"აუცილებლად უნდა გადაიყვანონ სამკურნალოდ... იმედია, მოვლენ გონზე" - რას ამბობს სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?

"აუცილებლად უნდა გადაიყვანონ სამკურნალოდ... იმედია, მოვლენ გონზე" - რას ამბობს სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მისი სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანის თაობაზე კომანტარი ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა გააკეთა.

"აუცილებლად უნდა გადაიყვანონ სამკურნალოდ... იმედია, მოვლენ გონზე", - განაცხადა მან "ტვ პირველთან".

შეგახსენებთ, ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდება ინფორმაცია მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუარესების თაობაზე.

მიხეილ სააკაშვილს კუნთოვანი მასა ფაქტობრივად გაუნახევრდა, პირველი შეხვედრის დროს წონის ძირითადი კლების მიზეზი იყოს ცხიმის კლება, მას შემდეგ რაც ცილას აღარ იღებს, უკვე კარგავს კუნთს - იმ საშენ მასალას, რომლითაც ორგანოები არის აშენებული, - ამის შესახებ ომბუდსმენის ეგიდით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრმა, ექიმმა გრიგოლ ხურციძე სახალხო დამცველის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გრიგოლ ხურციძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა 8 კილო დაიკლო, რომლის ძირითად ნაწილს კუნთოვანი მასა წარმოადგენს. მისივე თქმით, ანორექსიული ადამიანი ციხეში არ განიკურნება და ამისთვის სპეციალური დაწესებულებაა საჭირო, რომელიც „საავადმყოფოც არ არის ხოლმე“, შესაბამისად სააკაშვილის მკურნალობა ციხის კედლებში ვერ მოხერხდება.

"უკვე 8 კილო დაიკლო, რომლიდანაც ძირითადი არის კუნთოვანი მასა, ეს საკმაოდ მძიმე მაჩვენებელია. თუ ეს დინამიკა გაგრძელდება ღრმა ნუტრიციის ფაზაში გადავა. ასევე გამოხატული აქვს ვიტამინის დეფიციტი, ვინაიდან არ იღებს არც ვიტამინებს და არც ხორცის პროდუქტებს, რომელიც მდიდარია საჭირო ვიტამინებით. გამოხატული აქვს ზოგადი შიმშილისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა რაც არის სისუსტე, თავბრუს ხვევა, კოორდინაციის მოშლა და სხვა. მისი მდგომარეობა რომ გაუმჯობესდეს, სჭირდება სრულფასოვანი კვება, უნდა მოიხსნას ის ფსიქოლოგიური პრობლემა, რომელიც აქვს, მას მედიკამეტოზური მკურნალობა არათუ შველის, არამედ არაფერს აკეთებს და ადამიანის მდგომარეობა უარესდება. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ადამიანს სჭირდება სწორი ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, თუ სად ჩატარდება ეს სახელმწიფოს გადასაწყვეტია, როგორც თავად ამბობს, ციხის კედლებში რეაბილიტაციას არ ჩაიტარებს.

ანორექსიული ადამიანი ციხეში არ განიკურნება, ამისთვის სპეციალური დაწესებულებაა საჭირო, რომელიც საავადმყოფოც არ არის ხოლმე. სამწუხაროდ, ასეთი ცენტრები საქართველოში არ გვაქვს, შეიძლება სერვისების გაყოფა, მაგრამ იმ კედლებში არ მოხერხდება, სადაც არის“, - აღნიშნა გრიგოლ ხურციძე.