ავტორი:

ფრედერიკ ბეგბედერი 4 მაისს ქართველ მკითხველს ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეხვდება

ფრედერიკ ბეგბედერი 4 მაისს ქართველ მკითხველს ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეხვდება

ფრედერიკ ბეგბედერი საქართველოს გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ მოწვევით მეორედ ესტუმრება. ცნობილი ფრანგი მწერლის ვიზიტი 4-6 მაისსა დაგეგმილი. ის ქართველ მკითხველს ახალ წიგნს „დამბა ატლანტიკის პირისპირ“ წარუდგენს.

ბეგბედერი თბილისში 3 მაისს 20:00 საათზე ჩამოფრინდება.

მწერლის მკითხველთან შეხვედრა 4 მაისს 19:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაშია დაგეგმილი. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია და მისვლა, საყვარელი მწერლისთვის კითხვის დასმა თუ წიგნზე ავტოგრაფის გამორთმევა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

მკითხველთან დაგეგმილ შეხვედრაზე ბეგბედერის ახალი წიგნის „დამბა ატლანტიკის პირისპირ“ პრეზენტაცია გაიმართება. ის დამსწრე საზოგადოებას წიგნს თავად წარუდგენს.

ეს საქართველოში ფრედერიკ ბეგბედერის მეორე ვიზიტია. პირველად ის ქვეყანას 2016 წელს ეწვია. გამომცემლობა „პალიტრა L“ ფრედერიკ ბეგბედერის წიგნებს 2012 წლიდან გამოსცემს. მისი „99 ფრანკი“ დღემდე ბესტსელერთა სიაშია.

მწერლის ვიზიტი საქართველოში 6 მაისს დასრულდება.