ავტორი:

ხელჩართულ ჩხუბი ოზურგეთის საკრებულოში, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია - რა მოხდა სხდომაზე?

ხელჩართულ ჩხუბი ოზურგეთის საკრებულოში, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია - რა მოხდა სხდომაზე?

ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე, სადაც მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის საკითხი უნდა განიხილონ, ხმაურია. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თათია ნიკოლაიშვილმა რეორგანიზაციის საკითხი გააპროტესტა. მისი თქმით, პოლიტიკური ნიშნით ხდება ადამიანების გათავისუფლება.

"ქართული ოცნების" წევრების თქმით, ოპოზიციას საქართველოში ომის დაწყება უნდა.

მას შემდეგ რაც ერთ-ერთმა დეპუტატმა თათია ნიკოლაიშვილს უცენზურო სიტყვებით მიმართა, სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, რაც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.