ავტორი:

მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის ამსახველი პირველი ფოტოები - "აზოვსტალი" ასამდე ადამიანმა დატოვა

მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის ამსახველი პირველი ფოტოები - "აზოვსტალი" ასამდე ადამიანმა დატოვა

მარიუპოლში მდებარე "აზოვსტალის" ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, პირველი ჯგუფი, რომელიც 100 ადამიანისგან შედგება, უსაფრთხო ადგილისკენ გაემართა. ევაკუაციის ამსახველ ფოტოებს "როიტერსი" ავრცელებს.

"აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. 100-მდე კაცისგან შემდგარი პირველი ჯგუფი, კონტროლირებადი ტერიტორიისკენ უკვე მიემართება, ხვალ მათ ზაპოროჟიეში შევხვდებით. მადლობა ჩვენს გუნდს! ახლა ისინი, გაეროსთან ერთად, ქარხნიდან სხვა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაზე მუშაობენ", - წერს ზელენსკი"ტვიტერში".

შეგახსენებთ, მარიუპოლში "აზოვსტალის" ფოლადის ქარხანაში ჩარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია ცოტა ხნის წინ დაიწყო. აღნიშნულს გაერო და "წითელი ჯვრის" კომიტეტი ადასტურებს.

ასევე იხილეთ: