ავტორი:

რუსეთმა ლუგანსკის ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსეთმა ლუგანსკის ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

ლუგანსკის ოლქში რუსების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა, - ამის შესახებ ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი გაიდაიმ Telegram-ში განაცხადა.

"გუშინ მტერმა რეგიონში საცხოვრებელ უბნებზე თავდასხმა 34-ჯერ განახორციელა. ლისიჩანსკისა და პოპასნაიაში დაიღუპა ორი ადამიანი, ორი ქალი კი ლისიჩანსკში დაშავდა“, - განაცხადა გაიდაიმ.

მისი თქმით, თავდასხმების შედეგად 45 საცხოვრებელი სახლი და სხვა ობიექტები დაზიანდა.