ავტორი:

დონეცკის რეგიონის გუბერნატორის ინფორმაციით, ავტობუსებმა, რომლებსაც მშვიდობიანი მოსახლეობა გადაჰყავთ, დღეს დილით მარიუპოლი უკვე დატოვეს

დონეცკის რეგიონის გუბერნატორის ინფორმაციით, ავტობუსებმა, რომლებსაც მშვიდობიანი მოსახლეობა გადაჰყავთ, დღეს დილით მარიუპოლი უკვე დატოვეს

დონეცკის რეგიონის გუბერნატორის პავლო კირილენკოს ინფორმაციით, ავტობუსებმა, რომლებსაც მშვიდობიანი მოსახლეობა გადაჰყავთ, დღეს დილით მარიუპოლი უკვე დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას "გარდიანი“ ავრცელებს.

"დღეს, გაეროსა და "წითელი ჯვრის“ დახმარებით, ჩვენ აზოვის რეგიონიდან ზაპოროჟიეს მიმართულებით მოსახლეობის ევაკუაციას ვახდენთ. ავტობუსებმა მარიუპოლი უკვე დატოვეს“, - განაცხადა კირილენკომ.

კირილენკოს თქმით, ევაკუაციის პროცესში, ავტობუსები რამდენიმე ადგილას გაჩერდებიან. ესენია: ლუნაჩარსკე, ტოკმაკი და ვასილივკა.