ავტორი:

დატოვა თუ არა თანამდებობა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ - რას აცხადებენ კლინიკაში

დატოვა თუ არა თანამდებობა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ - რას აცხადებენ კლინიკაში

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ კლინიკაში ინფორმაციას არ ფლობენ. როგორც "ინტერპრესნიუსს“ კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, მათ მსგავსი ინფორმაციის შესახებ არ სმენიათ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ თანამდებობა დატოვა.