ავტორი:

"სამწუხაროდ, არის ისეთი სტუაციები, როცა ბავშვების გაყვანა გვიწევს დედების გარეშე" - რას ჰყვება გაეროს წარმომადგენელი, რომელიც "აზოვსტალიდან" უკრაინელთა ევაკუაციის პროცესშია ჩართული

"სამწუხაროდ, არის ისეთი სტუაციები, როცა ბავშვების გაყვანა გვიწევს დედების გარეშე" - რას ჰყვება გაეროს წარმომადგენელი, რომელიც "აზოვსტალიდან" უკრაინელთა ევაკუაციის პროცესშია ჩართული

უკრაინის ქალაქ მარიუპოლში მდებარე "აზოვსტალის" ქარხნიდან დატყვევებული უკრაინელების ევაკუაციის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცახდებით, ამ დროისთვის "აზოვსტალიდან" 300- ზე მეტი ადამიანია გამოყვანილი, ძირითადად ქალები და ბავშვები. მისივე ინფორმაციით, მზადდება ევაკუაციის მეორე ეტაპი დაჭრილებისა და მედიკოსების გადასარჩენად.

"დიდი მადლობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს და გაეროს, რომლებიც "აზოვსტალიდან“ საევაკუაციო მისიის პირველი ეტაპის გატარებაში დაგვეხმარნენ. 300-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა გახდა შესაძლებელი - ქალებისა და ბავშვების, ფაქტობრივად, ჩვენ გამოვიყვანეთ სამოქალაქო პირები „აზოვსტალიდან“ და ვამზადებთ საევაკუაციო მისიის მეორე ეტაპს - დაშავებულებისა და მედიკოსების გამოსაყვანად. რა თქმა უნდა, თუ ყველა შეასრულებს შეთანხმებას, რა თქმა უნდა, თუ ტყუილი არ იქნება“,- განაცხადა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, ზელენსკის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს "აზოვსტალიდან“ სამხედროების გამოყვანა, "ყველა გმირის, რომელიც იცავს მარიუპოლს“.

გაეროს წარმომაგენელი სავიანო აბრუ, რომელიც "აზოვსტალიდან" უკრაინელი მოქალქეების სამშვიდობოს გამოყვანის პროცესში უშუალოდ არის ჩართული "ფორმულასთან" ევაკუაციის სირთულეებსა და ტყვეობაგამოვლილთა ემოციური მდგომარეობის შესახებ ჰყვება.

"ადამიანები, რომლებიც აქ "აზოვსტალიდან" ჩამოვიდნენ, სადაც ისინი გასული 2 თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ძალიან ტრავმირებულები არიან. როდესაც მათ ვუყურებთ და ვესაუბრებით, ვხვდებით რამხელა ტრავმაა ეს ომი მათთვის. მათთვის მარტივი არ არის ჩვენთან საუბარი, უჭირთ ემოციების გამოხატვა, რადგან არც კი შეუძლიათ, ვინმეს ენდონ. შეუძლებელია რეალურად წარმოდგენა, რას ნიშნავს იყო სარდაფში თვეების განმავლობაში, სუფთა წყლის გარეშე. ეს ხომ ყველაზე საჭირო რამაა გადარჩენისთვის. მათ არ ჰქონდათ საკვების საკმარისი რაოდენობა იქ. ორი თვის განმავლობაში შხაპიც კი არ მიუღიათ და ამ ყველაფრის ფონზე ესმოდათ აფეთქებები. ადამიანებმა, რომლებმაც იქედან გამოაღწიეს, არც კი იცოდნენ, რომ მათი სახლები განადგურებულია და ქალაქი პრაქტიკულად, არც კი არსებობს. ზოგიერთმა ამ დრომდე არ იცის, სად არიან მათი ოჯახის წევრები და ასე უიმედოდ ცდილობენ მოძებნონ მათი ახლობლები. სამწუხაროდ, არის ისეთი სტუაციები, როცა ბავშვების გაყვანა გვიწევს დედების გარეშე ან ხნიერ ადამიანებს უწევთ შვილიშვილების დატოვება ქარხნის ტერიტორიაზე. ძალიან საშიში და სარისკო სიტუაცია, სადაც გვიწევს გადაადგილება. მაგრამ ვიცით როგორ ვიმოქმედოთ. ჩვენ მხოლოდ მაშინ მივდივართ იქ, როცა ვიცით, რომ რუსეთს და უკრაინას ევაკუაციის შესახებ ხელშეკურება აქვთ დადებული." - ამბობს გაეროს წარმომადგენელი.

ასევე იხილეთ: