ავტორი:

სულ რამდენი ადამიანია ამ დროისთვის მარიუპოლიდან ევაკუირებული - რას აცახდებს გაერო

სულ რამდენი ადამიანია ამ დროისთვის მარიუპოლიდან ევაკუირებული - რას აცახდებს გაერო

გაეროს ცნობით, კოლონა, რომელსაც "აზოვსტალიდან” ევაკუირებულები გადაჰყავს, უკრაინის მიერ კონტროლირებად ზაპოროჟიეში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

გაეროს ინფორმაციით, გაეროსა და "წითელი ჯვრის” ერთობლივი ოპერაციის შედეგად, 170-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს.

უკანასკნელი მისიით, მარიუპოლიდან ევაკუირებული ადამიანების საერთო რაოდენობა 600-მდე გაიზარდა, რის შესახებაც გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისი (UN OCHA) "ტვიტერის” გვერდზე წერს.

"ჩვენი სამუშაო ჯერ არ დასრულებულა. მე არ ვივიწყებ მათ, ვინც დარჩა”, - წერს გაეროს კოორდინატორი უკრაინაში, ოსნატ ლუბრანი.