ავტორი:

"რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგობის არასაკმარისად შეფასებამ ოპერაციული წარუმატებლობა გამოიწვია" - დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

"რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგობის არასაკმარისად შეფასებამ ოპერაციული წარუმატებლობა გამოიწვია" - დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგობის არასაკმარისად შეფასებამ ოპერაციული წარუმატებლობა გამოიწვია, - ამის შესახებ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის უახლეს ანგარიშშია ნათქვამი.

დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის მიერ უკრაინის ძალების არასათანადო შეფასებამ გამოიწვია ის, რომ 9 მაისის აღლუმზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს “უკრაინაში მნიშვნელოვანი სამხედრო წარმატების გამოცხადებაში ხელი შეუშალა”.

"რუსეთის შეჭრის გეგმა დიდი ალბათობით, ეფუძნებოდა მცდარ ვარაუდს, რომ მას შეექმნებოდა სუსტი წინააღმდეგობა და დასახლებების ალყაში სწრაფად მოქცევას შეძლებდა. ამ ვარაუდმა აიძულა რუსული ძალები, რომ ეცადათ, ოპერაციის გახსნის ფაზა განეხორციელებინათ მსუბუქი, ზუსტი მიდგომით, რომლის მიზანი მინიმალური დანახარჯებით სწრაფი გამარჯვების მიღწევა იყო. ამ არასწორმა გაანგარიშებამ დანაკარგები და შემდგომში რუსეთის ოპერატიული ფოკუსის შემცირება გამოიწვია”, - ნათქვამია ანგარიშში.