ავტორი:

"უკრაინა წარმატებულ დარტმას ახორციელებს რუსეთის საჰაერო თავდაცვაზე... რუსეთის მომმარაგებელ გემებს აქვთ მინიმალური დაცვა დასავლეთ შავ ზღვაში"- ბრიტანეთის დაზვერვა

"უკრაინა წარმატებულ დარტმას ახორციელებს რუსეთის საჰაერო თავდაცვაზე... რუსეთის მომმარაგებელ გემებს აქვთ მინიმალური დაცვა დასავლეთ შავ ზღვაში"- ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთის ამჟამინდელი მცდელობები ზმეინის კუნძულზე ძალების გასაზრდელად, უკრაინას რუსული ჯარებისა და ტექნიკის შესამცირებლად მეტ შესაძლებლობას აძლევს, - ამის შესახებ უკრაინა-რუსეთის ომის შესახებ, დიდი ბრიტანეთის დაზვერვის მორიგ ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის მიხედვით, უკრაინაში რუსული ძალების მიერ ზმეინის კუნძულზე თავდასხმები გრძელდება, სადაც უკრაინამ რუსეთის საჰაერო თავდაცვას წარმატებული დარტყმა მიაყენა.

"ბრძოლა ზმეინის კუნძულზე გრძელდება, სადაც რუსეთი არაერთხელ ცდილობდა იქ მდებარე გარნიზონის გაძლიერებას.

უკრაინა წარმატებულ დარტმას ახორციელებს რუსეთის საჰაერო თავდაცვასა და მომმარაგებელ გემებზე „ბაირაქტარის" დრონებით. რუსეთის მომმარაგებელ გემებს აქვთ მინიმალური დაცვა დასავლეთ შავ ზღვაში, რომელიც კრეისერ „მოსკოვის“ დაკარგვის შემდეგ ყირიმში რუსეთის საზღვაო ძალების უკან დახევას მოჰყვა. რუსეთის ამჟამინდელი მცდელობები ზმეინის კუნძულზე ძალების გასაზრდელად, უკრაინას რუსული ჯარებისა და ტექნიკის შესამცირებლად მეტ შესაძლებლობას აძლევს“, - ნათქვამია განცხადებაში.